ცაცხვის სამკურნალო ნაყენი არყით

2148

ცაცხვის ყვავილის ნაყენი არა მხოლოდ სამკურნალოა, არამედ ერთგვარი სასმელიცაა. ცაცხვის ყვავილებისგან დამზადებული ნაყენი ძალიან არომატულია და უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, აქვს ძალიან ლამაზი ფერი და უფრო სასიამოვნო გემოს მისაღებად, მას უმატებენ რამდენიმე ინგრედიენტს: ბალახებს, სანელებელს, კენკრას, ხილსა და ცაცხვის თაფლს.

არაყზე დამზადებული სამკურნალო ნაყენი

შეგახსენებთ, რომ ცაცხვის ყვავილობის სეზონი ახლოვდება და გთავაზობთ მისგან სამკურნალო ნაყენის მომზადების 2 სხვადასხვა მეთოდს.

კლასიკური ნაყენი ცაცხვის ყვავილებისგან

ამ ნაყენის მოსამზადებლად ნახევარი ლიტრი არაყი, ერთი მუჭა ცაცხვის ყვავილი და რამდენიმე კოვზი თაფლია საჭირო. სურვილისამებრ შეგიძლიათ გემოს გასაუმჯობესებლად დაუმატოთ ლიმონის რამდენიმე ნაჭერი, მწიკვი პიტნა და რამდენიმე ცალი მიხაკის ფურცელი.

ინგრედიენტები

  • 0,5 ლ არაყი
  • 2 ჩ.კ. ცაცხვის ყვავილი
  • 2 ჩ.კ. ცაცხვის თაფლი
  • 2 ლ წყალი
  • 0,5 ლიმონი

მომზადების წესი

1. ჩაყარეთ ცაცხვის ყვავილი ქილაში.

2. ზემოდან დაასხით არაყი და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ლიმონის რგოლები. დაახურეთ სახურავი და 1 კვირა გააჩერეთ. შემდეგ კი გაფილტრეთ.

3. გახსენით თაფლი 50 მლ თბილ წყალში. როდესაც თაფლი ბოლომდე გაიხსნება, ჩაასხით იგი ცაცხვისა და არყის ნაზავში (დაიმახსოვრეთ, თაფლი არ უნდა იყოს 60 გრადუსზე ცხელი).

4. ნაყენი შეინახეთ ბნელ ადგილას, 3-4 დღის განმავლობაში. შემდეგ კი კვლავ გაფილტრეთ.

ცაცხვის ყვავილის ნაყენი მზადაა. იგი შეგიძლიათ დალიოთ როგორც სურვილისამებრ, ისე გაციების დროს. იგი ძლიერი ოფლმდენი საშუალებაა. გემრიელად მიირთვით!

გრაფ-რაზუმოვსკის ნაყენი

ამ ნაყენის რეცეპტის ავტორად იმპერატორი ელიზაბეტ პეტროვნას ფავორიტი-გრაფი რაზუმივსკი ითვლება.

ინგრედიენტები

  • 1 ლ არაყი
  • 20 გრ ცაცხვის ყვავილი
  • 20 გრ ღვია
  • 10 გრ ანისი
  • 10 გრ პიტნა
  • 5 გრ ნიადაგის კოჭა
  • 15 გრ დამწვარი შაქარი

მომზადების წესი 

1. ღვიას, ცაცხვის ყვავილს, ანისსა და პიტნას დაასხით არაყი.

2. შეინახეთ და სამი კვირის განმავლობაში პერიოდულად შეანჯღრიეთ.

3. შემდეგ კი დაუმატეთ კოჭა და დამწვარი შაქარი.

4. მოურიეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება და გააჩერეთ 2-3 დღე.

5. ბოლოს გაფილტრეთ და ჩაასხით ქილაში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!