ჩიხირთმა – კლასიკური აღმოსავლური წვნიანი

3622

ჩიხირთმა კახეთის კუთვნილებაა. ეს მაწიერი და ნოყიერი წვნიანი ფრინველის გარდა, ბატკნის ხორცისგანაც მზადდება და მომზადების ტექნოლოგიით კლასიკური აღმოსავლური წვნიანია – ფქვილითა და კვერცხით შენელებული.

ინგრედიენტები:

  • ქათამი (ხერხემალგამოცლილი) – 1 საშუალო ზომის
  • თეთრი ან ყვითელი ძმარი – 60 მლ (ან ლიმონი)
  • ფქვილი – 40 გ
  • მარილი – 30 გ
  • ხახვი – 3 თავი
  • ნიორი – 3 კბილი
  • წყალი – 4-4,5 ლ
  • კვერცხის გული – 4 ცალი
  • კვერცხის ცილა – 1 ცალი
  • დაკეპილი ქინძი – 4 ს.კ.

მომზადების წესი:

  1. კარგად გარეცხილი ქათამი ჩადეთ 6-7 ლიტრიან ქვაბში 3 თავ ხახვთან ერთად და მოხარშეთ 4-4,5 ლიტრ წყალში. მოქაფეთ და ხარშეთ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ ქათამი კარგად მოიხარშოს დაბალ ცეცხლზე. 1 საათის შემდეგ ნახარში გადაწურეთ. ხორცი ცალკე შეინახეთ (ხახვი არ დაგჭირდებათ), სითხე კი ქვაბში ჩააბრუნეთ.
  2. ცალკე ჭურჭელში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, კვერცხის ცილა, კვერცხის გულები, ძმარი და ოდნავ გაგრილებული ცოტაოდენი ნახარში. კარგად გახსენით, რომ მიიღოთ თხევადი მასა.
  3. ნახარშიანი ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე. დაუმატეთ მარილი და ნიორი. კვერცხიანი და ძმრიანი მასა ჩაუშვით მდუღარე ნახარშში და სათქვეფით გამუდმებით ურიეთ, რომ არ აიჭრას.
  4. მომზადებული ჩიხირთმაში ჩააწყვეთ ქათმის ნაჭრები. შესაძლებელია ძმრის ან ლიმონის წვენის დამატება.
  5. კერძს მირთმევამდე მოაყარეთ დაკეპილი ქინძი.