დიდხანს ფიქრობთ რა მოუმზადოთ სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს? ხშირად ეძებთ განსხვავებულ, მაგრამ მარტივ რეცეპტებს?
მაშინ ეს რეცეპტი სწორედ თქვენთვის არის.
დღეს მე მოგიყვებით კერძზე, რომელიც ბიუჯეტურთან ერთად ძალიან გემრიელიცაა.
ეს კერძი ამერიკაშიც საკმაოდ ცნობილია, მაგრამ რადიკალურად სხვანაირად მზადდება.
პირველი სხვაობა გულსართშია. თუ ჩვენ ვიყენებთ ბრინჯს, ფარშს და ხახვს, ისინი მეტად მრავალფეროვან ინგრედიენტებს იყენებენ. მეორე სხვაობა – ამერიკულ წიწაკებს აცხობენ, არ თუშავენ. ბოლოს კი მესამე – ამერიკაში ეს კერძი აღქმულია როგორც ხემსი, ხოლო ჩვენთან კი სხვაგვარადაა.
ჩემს მეგობარს ძალიან მოეწონა ჩემი მეთოდით ფარშირებული წიწაკები. რეცეპტიც კი ჩავაწერინე.
ამერიკაში ოსკარი საუკეთესო რეცეპტებით დატვირთული გავამგზავრე.
მომზადება
1.ამ კერძის მოსამზადებლად უმჯობესია ხორციანი ბულგარული გამოიყენოთ. ასე კერძი მეტად გემრიელი გამოვა.
2.ქვაბში მოათავსეთ მსხვილად დაჭრილი სტაფილო და ხახვი. ბოსტნეულის ბალიში წიწაკას საოცარ არომატს მისცემს.
3.ეცადეთ ერთნაერი ზომის წიწაკები შეარჩიოთ.
4.მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე. ბოსტნეულის მომზადება დასჭირდება 30-35 წუთი. ხოლო წიწაკის გაყინვას 50-60 წუთი.
5.მოხარშეთ ბრინჯი და დაუმატეთ ფარშს.
6.არ ააქვს მნიშვნელობა თუ რომელი ფერის ბულგარულს გამოიყენებთ.
გემრიელად მიირთვით!