შოკოლადის ფონდიუ ახალი ხილით- გაილამაზეთ დღესასწაული

2220

ხილი და შოკოლადი ძალიან უხდება ერთმანეთს. შეგიძლიათ ხილის სახეობა ცვალოთ სეზონის მიხედვით. საუკეთესო შედეგის მისაღებად ყოველთვის აარჩიეთ ახალი, ნატურალური, სეზონური ხილი.

ინგრედიენტები :

  • 1 კგ შერეული სეზონური ხილი (მარწყვი, ყუძენი, ბანანი, ვაშლი, გარგარი, ატამი, ლეღვი, ქლიავი, მსხალი და სხვა)
  • 2 ფინჯანი (500 მლ) წყალი
  • 1 ლიმონის ახალგამოწურული წვენი
  • 500 გ შავი შოკოლადი, მსხვილად დაჭრილი
  • 1 ფინჯანი მსუბუქი ნაღები
  • 1/4 ფინჯანი კარაქი
  • 4 სუფრის კოვზი შაქარი
  • 3 სუფრის კოვზი მუქი რომი
  • 1/3 ფინჯანი ნუში, მოხალული და მსხვილად დაჭრილი
  • 1/3 ფინჯანი თხილი, მოხალული და მსხვილად დაჭრილი
  • 1/2 ფინჯანი ქოქოსის ფანტელი

მომზადების წესი:

  1. ხილი დაჭერით ლუკმისოდენა ნაჭრებად. თუ იყენებთ ვაშლს, მსხალს ან ბანანს, სულ რამდენიმე წამით ჩაყარეთ ლიმონის წვენგარეულ წყალში, რათა ნაყოფმა ფერი არ შეიცვალოს, შემდეგ კარგად გაამშრალეთ.
  2. ჩააწყვეთ ლამაზ ჯამში.
  3. ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ შოკოლადი, დაუმატეთ ნაღები, კარაქი და შაქარი. კარგად მოურიეთ, რათა შაქარი გადნეს და მასა ერთგვაროვანი გახდეს.
  4. შოკოლადის ნაზავი ჩაასხით ფონდიუს ჭურჭელში და თბილად შეინახეთ ცეცხლზე. შეურიეთ რომი.
  5. ჯამი აავსეთ ნუშით, ნიგვზით, ქოქოსით და დადგით მაგიდაზე ისე, რომ სუფრის წევრებს შეეძლოთ ხილი ამოავლონ ამ ნაზავში, შოკოლადის სოუსში ამოვლების შემდეგ.