შოკოლადის ტორტი შაქრის და ფქვილის გარეშე

2919

შოკოალდის ტორტის ასე მარტივად მომზადება თუ შეძლებოდა ვერც კი წარმოვიდგენდი.

მის მომზადებას ბავშვიც მარტივად შეძლებს. ამ დესერტისთვის, ჩვენ არ დაგვჭირდება ფქვილი და შაქარი.

დატკბით უგემრიელესი ტორტით!

ინგრედიენტები

  • შავი შოკოლადი 300გ
  • კვერცხი 6 ცალი
  • კაკაო 10გ
  • მარილი
  • ნაღების ყველი 400გ
  • ნაღები 200მლ
  • არაქისი 50გ

მომზადება

1.განაცალკევეთ გული და ცილა. გულს დაუმატეთ მარილი და ათქვიფეთ, მოაყარეთ კაკაო და კარგად გადაურიეთ.

2.გაალღვეთ 150გ შოკოლადი და დაუმატეთ გულის მასას.

4.ათქვიფეთ ცილა მარილთან ერთად. ნელ-ნელა გადაურიეთ ცილა შოკოლადის მასა.

5.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 10 წუთი.

6.გაჭერით 4 ნაწილად.

7.მოვამზადოთ კრემი. ათქვიფეთ ნაღები ყველთან ერთად.

8.გაალღვეთ დარჩენილი შოკოლადი და დაუმატეთ კრემს, ათქვიფეთ.

9.ააწყეთ ტორტი და გააფორმეთ გემოვნებით.

გემრიელად მიირთვით!