შოკოლადის მაფინები „მთვრალი ალუბალი“ საახალწლო სუფრის ნამდვილი მშვენება იქნება. მათ მომზადება საკმაოდ იოლია, შედეგი კი მართლაც შთამბეჭდავი. კექსების შემადგენლობაში შედის ალუბლის არაყი „კირში“, რომლის ჩანაცვლებაც ალუბლის ბრენდით არის შესაძლებელი. სხვა დანარჩენი ინგრედიენტები უმარტივესია: მოამზადეთ ეს არაჩვეულებრივი დესერტი და თავად დარწმუნდებით.
ინგრედიენტები
- 60 გრ შავი შოკოლადი
- 100 გრ კარაქი
- 130 გრ ყავისფერი შაქარი
- 150 მლ ალუბლის წვენი
- 2 ც კვერცხი
- 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 180 გრ ხორბლის ფქვილი
- 3 ს.კ. კაკაოს ფხვნილი
- 100 მლ რძე
- 2 ს.კ. სიმინდის სახამებელი
- 100 გრ ალუბალი
- 1 ს.კ. კირში (ალუბლის არაყი)
- 400 მლ ათქვეფილი ნაღები
- 12 გრ ნაღების შემასქელებელი
- 12 გრ ვანილი
- 1 მწიკვი მარილი
მომზადება
1. წვრილად დააქუცმაცეთ ნახევარი ფილა შოკოლადი, დანარჩენი მოსაყრელად მოიტოვეთ. დაადნეთ კარაქთან ერთად წყლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში. გააცივეთ მასა.
2. დაამატეთ შოკოლადის მასაში შაქარი და კვერცხი, კარგად ათქვიფეთ.
3. ცალკე თასში შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, კაკაო და მარილი. გაცერით, დაუმატეთ შოკოლადში და დაასხით რძე. კარგად ათქვიფეთ მიქსერით.
4. აიღეთ კექსის ფორმები, ჩააფინეთ ქაღალდები და ჩაასხით სათითაოდ მასა. გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში.
5. გააცივეთ, შემდეგ კი კოვზით შექმენით 3-4 სანტიმეტრიანი ღრმულები.
6. შემავსებლისთვის სახამებელი და ალუბლის წვენი შეურიეთ. ნახევრად დაჭრილი ალუბალი და დადგით ცეცხლზე. დაამატეთ სახამებლის მასა, მოურიეთ სანამ არ შესქელდება. ბოლოს დაუმატეთ კირში.
7. შეავსეთ კექსები ალუბლის მასით.
8. ბოლო ეტაპი: ათქვიფეთ ცივი ნაღები შემასქელებლით და შაქრით. შეავსეთ საკონდიტრო შპრიცი და მორთეთ კექსები. დაალაგეთ თითო ალუბალი თავზე და მოაყარეთ დაფხვნილი შოკოლადი.
რა სილამაზეა! დარწმუნებული ვართ, რომ ეს ნამცხვარი თქვენს სტუმრებს გააოცებს და ზღაპრის საოცარ ატმოსფეროს შექმნის. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!