შოკოლადი უნივერსალური ტკბიელულია, რადგან ის ყველას უყვარს!
მისგან მომზადებულ მინანქარში ნებისმიერი ინგრედიენტი თუ პროდუქტი შეგიძლიათ ამოავლოთ.
ინგრედიენტები
- 4 სუფრის კოვზი კაკაო
- 12 სუფრის კოვზი შაქარი
- 8 სუფრის კოვზი რძე
- 50გ კარაქი
მომზადება
- ქვაბში ჩაყარეთ კაკაო და შაქარი. მოურიეთ ერთგვაროვნებამდე.
- ჩაასხით რძე, მოურიეთ. მოათავსეთ საშუალო ცეცხლზე.
- ადუღების შემდეგ გადმოიტანეთ ცეცხლიდან. 3 წუთი გააგრილეთ და დაუმატეთ კარაქი. მოურიეთ.
- დაასხვენეთ 1 საათი, რათა შესქელდეს.
ტორტებისთვის – ეს მინანქარი იდეალურია.
ინგრედიენტები
- 100გ შოკოლადი
- 20გ წყალი
- 50გ კარაქი
მომზადება
- დააქუცმაცეთ შოკოლადი, ჩაყარეთ ქვაბში. დაასხით წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე.
- ხალკე ჯამში გაალღვეთ კარაქი, დაუმატეთ შოკოლადს და მოურიეთ.
- გააგრილეთ 5 წუთი.
გემრიელად მიირთვით!