შინაურული ყველი სულგუნი სწრაფი რეცეპტით

1424

შინაურული ყველი სულგუნი ძალიან ნაზი გამოდის და მისი მომზადება ერთი სიამოვნებაა.

ინგრედიენტები:

  • 1 ლ რძე
  • 200 მლ არაჟანი
  • 3 კვერცხი
  • 1 ს/კ მარილი

მომზადების წესი:

  1. რძე აადუღეთ და მარილი დაუმატეთ.
  2. არაჟანი და კვერცხი აურიეთ.
  3. არაჟნის ნარევს რძე დაუმატეთ და აუჩქარებლად აურიეთ.
  4. 3-4 წუთით ადუღეთ.
  5. საცერზე მარლა დააფინეთ და ყველის მასა საცერზე გადაიტანეთ. ზემოდან სიმძიმე დაადეთ.
  6. შინაურული ყველი მზადაა. გემრიელად მიირთვით!