Gastronomia.ge-ს რედაქცია ბავშვობიდან ბევრისთვის საყვარელი ტკბილეულის ერთ–ერთ უმარტივეს რეცეპტს გიზიარებთ. შინაურული ნაყინი გემრიელი რომ გამოვიდეს, ხარისხიანი პროდუქტები გამოიყენეთ.
ინგრედიენტები:
- 500 გრ ცხიმიანი ნაღები
- 0,5 ქილა შესქელებული რძე
- 2 ცალი ვაფლის ფენა
მომზადება:
- ყველა პროდუქტი ძალიან ცივი უნდა იყოს.
- ნაღები მიქსერით ძალიან სქელი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. 5 წუთი საკმარისია.
- შესქელებული რძე დაუმატეთ და ათქვეფა გააგრძელეთ. გემოვნებით შეგიძლიათ ნახევარ ქილაზე მეტი შესქელებული რძე დაუმატოთ, მაგრამ ძალიან ტკბილი გამოვა.
- 1 წუთით ათქვიფეთ, რომ მასა არ დაარღვიოთ. ის შეიძლება ძალიან ცხიმიანი გახდეს.
- მრგვალ ფორმას მცენარეული ზეთი წაუსვით და პარკი დააფარეთ.
- ვაფლის ფენა ჩადეთ და მასა ზემოდან წაუსვით. თანაბრად გადაანაწილეთ. ზემოდან მეორე ვაფლის ფენა დააფარეთ.
- საყინულეში 5 საათით შეინახეთ.
- სურვილის მიხედვით შეგიძლიათ ვაფლის ფენა არ გამოიყენოთ. უბრალოდ ნაყინი ფორმაში ან თავიდანვე პორციულ ჭიქებში ჩაასხით.
- თუ წვეულებისთვის ამზადებთ, დესერტი ახალი კენკრით ან მარმელადით, შოკოლადის ნაფხვენით ან სხვა დანამატით გემოვნებით მორთეთ.
- ძალიან არომატული და გემრიელი დესერტი გამოვა, რომელსაც ხარისხიანი პროდუქტებისგან მოამზადებთ.
- გემრიელად მიირთვით!