ბაქლავის ეს სამი რეცეპტი ნამდვილი კლასიკაა ბერძნების, არაბებისა და ყირიმელი თათრებისთვის.
თითოეული მათგანი საოცრად გემრიელია და არცერთ ტკბილეულის მოყვარულს არ დატოვებს გულგრილს.
ბერძნული ბაქლავა
ინგრედიენტები ცომისთვის
- 4 ჭიქა ფქვილი
- 3 ც კვერცხი
- 300 გრ კარაქი
- 300 გრ არაჟანი
- მწიკვით მარილი
- 1 შეფუთვა გამაფხვიერებელი
- 1 შეფუთვა ვანილი
ინგრედიენტები შიგთავსისთვის
- 455 გრ გარჩეული ნუში, ან გარჩეული ბერძნული კაკალი, ან მათი კომბინაცია
- 2,5 ჭიქა შაქარი
- 1 ს.კ. დაფქული დარიჩინი
დამატებით დაგჭირდებათ
- 4 კვერცხის ცილა
- 2 კვერცხის გული
- 1 ს.კ. ლიმონის წვენი
- ლიმონის ცედრა
- 75 მლ თაფლი
მომზადების წესი
- შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, გამაფხვიერებელი და ვანილის შაქარი, შემდეგ დაუმატეთ დარბილებული კარაქი და ხელით მოურიეთ. ამ მასის შუაგული ჩააღრმავეთ და მასში კვერცხი და არაჟანი მოათავსეთ. მოზილეთ რბილი და ელასტიური ცომი. გაახვიეთ საკვებ ცელოფანში და შეინახეთ მაცივარში 30 წუთით.
- გააცხელეთ ღუმელი. შეურიეთ ერთმანეთს წვრილად დაჭრილი კაკალი, შაქარი და დაფქული დარიჩინი.
- საცხობ ლანგრებზე მოათავსეთ ცომის 8 ფენა.
- თითოეულ ფენას წაუსვით გამდნარი კარაქი.
- შემდეგ თითოეულ ფენას მოაყარეთ კაკლისა და შაქრის ნაზავი და ფენები დაადეთ ერთმანეთს.
- გაიმეორეთ ეს პროცესი მანამ, სანამ არ დაგრჩებათ კაკლისა და შაქრის ძალიან ცოტა ნაზავი.
- დარჩენილი ცომის ფენა მოათავსეთ ზემოდან და წაუსვით გამდნარი კარაქი.
- დაჭერით ბაქლავა ბასრი დანით რუმბის ფორმის ნაჭრებად.
- წყლით სავსე ქვაბი დაადგით დაბალ ცეცხლზე, ზემოდან კი დაადეთ ბაქლავით სავსე საცხობი ლანგარი.
- გამოაცხვეთ ბაქლავა 2 საათის განმავლობაში, სანამ ოქროსფერი არ გახდება.
- სანამ ბაქლავა გამოცხვება, მოამზადეთ სიროფი: წყლიან ქვაბში ჩაყარეთ დარჩენილი შაქარი, ლიმონის ცედრა და დაუმატეთ ლიმონის წვენი.
- როდესაც სიროფი მოდუღდება, დამატებით 15 წუთი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე.
- შემდეგ დაუმატეთ თაფლი და კიდევ 5 წუთი ადუღეთ.
- სიროფიდან ამოიღეთ ლიმონის ცედრა და გააცივეთ სიროფი.
- როდესაც ბაქლავა გამოცხვება, გააცივეთ და მოასხით ზემოდან სიროფი.
აღმოსავლური ბაქლავა
ინგრედიენტები ცომისთვის
- 350 გრ კარაქი
- 300 გრ არაჟანი
- 4 ც კვერცხი
- 4 ჭიქა ფქვილი
- 1 ჩ.კ. სოდა
- 2,5 ჭიქა შაქარი
- 2 ჭიქა ბერძნული კაკალი
- 2 ს.კ. თაფლი
მომზადების წესი
- შეურიეთ ერთმანეთს 300 გრ ფქვილი და კარაქი.
- დაუმატეთ 3 ც კვერცხის გული, არაჟანი და სოდა, მოზილეთ ცომი და მოათავსეთ მაცივარში 1 საათით.
- შემდეგ გამოიღეთ ცომი მაცივრიდან და გაყავით 3 ნაწილად.
- მოამზადეთ შიგთავსი: დააბლენდერეთ კაკალი.
- 4 კვერცხის ცილა ათქვიფეთ შაქართან ერთად ქაფისებრ კონსისტენციამდე და დაუმატეთ დაბლენდერებული კაკალი.
- ცომის თითოეული ნაჭერი თხლად გააბრტყელეთ საცხობი ლანგრის ზომაზე, ზემოდან კი მთელს სივრცეზე გადაანაწილეთ შიგთავსის მესამედი. იგივე გაიმეორეთ ცომის მეორე ნაჭერზეც.
- გაიყვანეთ ცომის მესამე ნაჭერიც, იგი წინა ფენებთან შედარებით პატარა ზომის უნდა იყოს, ზემოდან კი დარჩენილი შიგთავსი გადაანაწილეთ.
- მზა ბაქლავას გაუკეთეთ რუმბის ფორმის ღრმა ჭრილები, წაუსვით კვერცხის გული და ზემოდან კაკლით გააფორმეთ.
- გამოაცხვეთ ღუმელში 40-45 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე.
- სანამ ბოლომდე გამოცხვება 5-10 წუთით ადრე გამოდგით ბაქლავა ღუმელიდან, მოასხით ზემოდან 50 გრ გამდნარი კარაქისა და თაფლის ნაზავი.
- კვლავ მოათავსეთ ბაქლავა ღუმელში, რომ ბოლომდე გამოცხვეს. როდესაც დესერტი გაცივდება კარგად დაჭერით იგი რუმბის ფორმის ნაჭრებად.
ყირიმული ბაქლავა
ინგრედიენტები რძიანი ცომისთვის
- 250 მლ რძე
- 60 გრ კარაქი
- 50 გრ არაჟანი
- 1/4 ჩ.კ. სოდა
- 3,5-4 ჭიქა ფქვილი
ინგრედიენტები სიროფისთვის
- 500 გრ შაქარი
- 250 მლ წყალი
- 2 ჩ.კ. თაფლი (არ არის სავალდებულო)
ინგრედიენტები შიგთავსისთვის
- ცოტაოდენი შემწვარი ბერძნული კაკალი
- 500 მლ რაფინირებული მცენარეული ზეთი
მომზადების წესი
- გაადნეთ კარაქი და დაუმატეთ რძეს.
- შემდეგ დაუმატეთ არაჟანი და სოდა.
- დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.
- თავდაპირველად დაუმატეთ 3 ჭიქა ფქვილი, მოზელის პროცესში კი საჭიროებისამებრ დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი.
- ცომს გადააფარეთ ხელსახოცი და გააჩერეთ 10 წუთით.
- გაყავით ცომი რამდენიმე ნაწილად, თითოეული ნაჭერი დიამეტრით 5 სმ უნდა იყოს.
- მაგიდაზე მოაბნიეთ ფქვილი და მასზე ცომის ერთი ნაჭერი გაიყვანეთ ოთხკუთხედი ფორმის ფენად, სასურველია ფენა 1 მმ სისქის იყოს. რაც უფრო თხელი იქნება ცომის ფენა, მით უფრო გემრიელი გამოვა ბაქლავა. ფენის გაყვანის დროს ზემოდან ცოტაოდენი ფქვილი მოაყარეთ, რომ ცომი არ გაიხეს.
- გააჩერეთ გაყვანილი ფენა 5-10 წუთით, რომ ორივე მხარეს კარგად გაშრეს.
- შემდეგ გაახვიეთ რულეტი, თუ ცომი ეწებება, მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი.
- ფენის კუთხეები წყლით დაასველეთ, რათა ბაქლავამ მზადების დროს ფორმა არ შეიცვალოს. თუ თქვენ გაქვთ ცომის გასაყვანი თხელი და გრძელი ჯოხი, უბრალოდ მსუბუქად დაახვიეთ მასზე ცომი და გამოაცურეთ გასაყვანი ჯოხი.
- მიღებული რულეტი დაჭერით 2 სმ-იან ზოლებად 45 გრადუსიანი კუთხით. ცომის კუთხეები არ უნდა ეწებებოდეს.
- მიღებული ნაჭრები ცოტათი გააფართოვეთ. სასურველია მოაშოროთ მათ ზედმეტი ფქვილი, რომ შეწვის დროს იგი არ დაიწვას.
- ღრმა ტაფაზე გააცხელეთ მცენარეული ზეთი (0,5 ლ). მოათავსეთ მასში ცომის რამდენიმე ნაჭერი და შეწვითორივე მხარეს, სანამ არ მიიღებს ოქროს ფერს.
- ლანგარზე დააფინეთ ქაღალდის ხელსახოცი და შემწვარი ფენები მასზე დაალაგეთ, რომ ზემდეტი ცხიმი მოშორდეს.
- პარალელურად მოამზადეთ სიროფი: შეურიეთ ერთმანეთს შაქარი და წყალი და მოადუღეთ. გამორთეთ ცეცხლი და სიროფს თაფლი დაუმატეთ.
- გაცივებული ბაქლავის ნაჭრები მოათავსეთ ცხელ სიროფში 1/2-1 წუთით. თუ ბაქლავას ცხელ სიროფში მოათავსებთ, დესერტი რბილი იქნება, ხოლო თუ ცივში ჩაალბობთ-ხრაშუნა დარჩება.
- დააფინეთ სველი ფენები ლანგარზე და ზემოდან დანამცეცებული ბერძნული კაკალი მოაყარეთ.
გემრიელად მიირთვით!