შემწვარი ქათამი ფორთოხლის წვენით, რომელიც საოცარ სურნელს აფრქვევს, განსაკუთრებულად უხდება საახალწლო სუფრას

2165

გასტრონომია ქათმის მომზადების კიდევ ერთ ვერსიას გასწავლით. თუ გსურთ, რომ თქვენს საახალწლო სუფრას შემწვარი ქათამი ამშვენებდეს, თან საუცხოო არომატით, მაშინ ეს რეცეპტი სწორედ თქვენთვისაა.

ინგრედიენტები:

  • 1 ქათამი (1,5 კგ)
  • 3 ფორთოხალი
  • 2 ს/კ თაფლი
  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 3 ს/კ მდოგვი
  • პილპილი, მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ერთმანეთს შევურიოთ მდოგვი, თაფლი და მიღებული ნარევი ქათამს წავუსვათ შიგნიდან და გარედან. ასევე მოვაყაროთ ქათამს მარილი და პილპილი. ქათამი გადავიტანოთ შესაწვავ ფორმაში. ფორთოხალი გავყოთ 4 ნაწილად, დავჭყლიტოთ და წვენი ქათამს ზემოდან დავაწუროთ, დაჭყლეტილი ფორთოხალი კი მოვათავსოთ ქვაბში. ქათამს ზემოდან დავასხუროთ ზეითუნის ზეთი.
  2. ღუმელი გავაცხელოთ 200 გრადუს ტემპერატურაზე, შევდგათ ქათამი და შევწვათ ერთი საათის განმავლობაში (პერიოდულად ზემოდან დავასხათ შეწვის დროს გამოყოფილი წვენი. თუ ზემოდან ქათმის კანი დაიწვება, გადავაფაროთ ფოლგა). შემწვარი ქათამი გამოვიღოთ ღუმელიდან, შევახვიოთ ფოლგაში და გავაჩეროთ 10 წუთით. ქათამი მოვრთოთ ბოსტნეულით.

აუცილებლად სცადეთ ქათმის შეწვა ამ წესით, და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში.