ტკბილი გოგრა ზამთარში მწიფს და ნებისმიერი სალათისთვის სასურველი ინგრედიენტია. მით უფრო, რომ ზამთრობით ბოსტნეულის ნაკლებობაა. ამიტომაც, ეს სალათა ზამთრის სეოზონისთვის იდეალური ვარიანტია.
ინგრედიენტები:
სალათისთვის:
- 2 კგ ტკბილი გოგრა
- 2 ს.კ. ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
- მარილი და შავი პილპილი
- 280 გ მწვანე ოსპი
- 100 გ ინდაუ
- 1 ს.კ. ქუნჯუთის თესლი
- 6 მწვანე ხახვი
სოუსისთვის:
- 75 მლ ( 5 ს.კ. ) ზეითუნის ზეთი
- 3 ს.კ. ძმარი ბალზამიკო
- 1 ს.კ. სოიის საწებელი
- 1 წითელი წიწაკა
- 1 კბილი ნიორი
- 1 ჩ.კ. ღია ფერის თაფლი
მომზადების წესი:
- ელექტროღუმელი წინასწარ გაახურეთ 220 გრადუსზე.
- მუქნარინჯისფერი გოგრის 2,5 სმ-იანი კუბები თუნუქის ფურცელზე ან ცეცხლგამძლე ლანგარზე მოათავსეთ, მოასხით 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, შეაზავეთ მარილითა და პილპილით. შეწვით 20 წუთი, დარბილებამდე ხის კოვზით ფრთხილად მოურიეთ, რომ არ ჩაიშალოს.
- ოსპის მარცვლები საშუალო ზომის ქვაბში ჩაყარეთ, 1/2 ჩ.კ. მარილი მოაყარეთ, წყლით დაფარეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ. დაუწიეთ და დაბალ ცეცხლზე მოხარშეთ. ნუ გადახარშავთ.
- გადაწურეთ.
- სოუსი: ზეითუნის ზეთი, ძმარი ბალზამიკო, სოიის საწებელი, თაფლი, წვრილად დაჭრილი წიწაკა და ნიორი მექანიკური სათქვეფით ათქვიფეთ.
- ინდაუ მომცრო ჯამში გადაიტანეთ, ოსპი მოაყარეთ და გოგრის ნაჭრები დაადეთ, მოასხით სოუსი, მოაყარეთ ქუნჯუთის თესლი და მწვანე ხახვი. მიიტანეთ სუფრაზე.
ინდაუ – ბალახოვანი მცენარეა. მის ფოთლებს გამოიყენებენ სალათად, თესლს – მდოგვის სუროგატად. აქვს სამკურნალო თვისებები. ფართოდაა გავრცელებული საქართველოშიც.