შედედებული რძის ნამცხვარი “ლაკომკა”

1268

ნაზი, როგორც ღრუბელი, შედედებული რძის ნამცხვარი აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. ამ დესერტზე უარის თქმა შეუძლებელია.

დღეს ჩვენ ამ დესერტს ერთად მოვამზადებთ!

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 300გ
  • შედედებული რძე 320მლ
  • კარაქი 200გ
  • შაქარი 260გ
  • კვერცხი 3 ცალი
  • გამაფხვიერებელი 2 ჩაის კოვზი
  • არაჟანი 500გ

მომზადება

1.ათქვიფეთ 3 კვერცხი 60გ შაქართან ერთად. კვერცხის მასას დაუმატეთ 320გ შედედებული რძე, გააგრძელეთ თქვეფა.

2.წყლის აბაზანაზე გაალღვეთ 200გ კარაქი. ნელ-ნელაჩაასხით კარაქი და ათქვიფეთ ნახევარი წუთი.

3.გაცერით 300გ ფქვილი და 2 ჩაის კოვზი გააფხვიერებელი. ნელ-ნელა დაუმატეთ კვერცხს ფქვილი, არ შეწყვიტოთ თქვეფა.

4.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ ქაღალდით. დაასხით ცომი და თანაბრად გადაანაწილეთ.

5.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთი. მზა ბისკვიტი ამოჭერით მრგვლად.

6.კორჟის დარჩენილი ნაწილები დაფხვენით, დაუმატეთ 500გ არაჟანი, 200გ შაქარი და მოურიეთ.

7.მრგვალი ბისკვიტები ამოავლეთ არაჟნის მასაში და შემდეგ დაფხვნილ მასაში.

გემრიელად მიირთვით!