შარლოტის კლასიკური რეცეპტი. გარანტირებული გემო.

1071

ინგრედიენტები

  • 3 კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1ჭიქა ფქვილი
  • ვანილი და მარილი
  • 3-4 ვაშლი

მომზადება

1.დაუზიანებელი ვაშლი გარეცხეთ და ამოჭერით გული (არ გათალოთ), დაჭერით.

2.გარეცხეთ და ჯამში ჩატეხეთ კვერცხი, დაუმატეთ შაქარი და სწრაფად მოურიეთ, რათა გახდეს ერთგვაროვანი.

3.მასას დაუმატეთ ცოტა ვანილი და ცოტა მარილი.

4.მოაყარეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.

5.გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი, მასში მოათავსეთ ცომის ნახევარი.

6.ცომზე მოათავსეთ ვაშლის ნაჭრები, მოასხით კიდევ ერთი ფენა ცომი და გადაანაწილეთ ხილი.

7.გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!