ზოგს ძალიან უყვარს ქოქოსის ორცხობილები, ზოგს ჭკუა ეკეტება კარამელზე, მაგრამ არავინ ამბობს უარს გასაოცარ ორცხობილა ორეოზე. დღეს ცვენი რეცეპტის ამ ორცხობილას ეხება.
ინგრედიენტები
- ორცხობილა ორეო 52ცალი
- კარაქი 100გ
- ნაღების ყველი 450გ
- შაქარი 50გ
- ვანილი 10გ
- ნაღები 350გ
მომზადება
1.გადმოიტანეთ ორეო შეფუთვიდან, განაცალკევეთ შიგთავსი და ორცხობილა. ჩისქეიქის ძირი მზადდება 36 ორცხობილისგან, რომელიც ამისათვის უნდა დაფხვნათ.
2.გამოსაცხობი ფორმა დაამუშავეთ ზეთით, მისი ძირი და კიდეები ამოფინეთ პერგამენტით.
3.დაფხვნილ ორეოს დაუმატეთ გამღვალი კარაქი. მიღებული მასა მოათსვეთ ფორმაში. ამოიყვანეთ კუთხეები. მოათავსეთ მაცივარში.
4.ამასობაში 33% ნაღები ათქვიფეთ ვანილთან ერთად. ცალკე ათქვიფეთ ნაღების ყველი შაქართან და ორცხობილის შიგთავსთან ერთად.
5.ახლა კი შეაერთეთ ნაღები ყველთან. ამ მასასვე დაუმატეთ 10 დაფხვნილი ორცხობილა შიგთავსის გარეშე. კარგად მოურიეთ ინგრედიენტების, რაცა გამოვიდეს ფაფუკი.
6.კრემი წაუსვით ძირს. გადააფარეთ პაკეტი და მოათავსეთ მაცივარში 5 საათი. ზემოდან მოაყარეთ მსხვილად დაფხვნილი ორცხობილა.
ასეთი დესერტი ძალიან მოსწონთ ბავშვებს. ის ძალიან უხდება სადღესასწაულო მაგიდას. მოამზადეთ და ისიამოვენეთ. გემრიელად მიირთვით!