ყველასთვის საყვარელი იოგურტი სახლის პირობებში

2058

დღს მაღაზიებში ნებისმიერი სახეობის რძის პროდუქტის შეძენა შეიძლება. მაწონი, ხაჭო, არაჟანი, რძე და რაც მთავარია იოგურტი. ბავშვების საყვარელ პროდუქტზე დიდებიც არ ამბობენ უარს.

სტანდარტულად, იოგურტი ძროხის რძეზე მზადდება. მაგრამ სამწუხაროდ, როგორც სხვა პროდუქტები ასევე იოგურტიც ძალიან უხარისხო იყიდება მაღაზიებში. თუ თქვენ გინდათ მიირთვათ სუფთა და ნატურალური იოგირტი, მაშინ ეს რეცეპტი ნამდვილად გამოგადგებათ.

ინგრედიენტები

იოგურტის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა სახეობის რძე – თხის, ცხვრის, სოიოს და ასევე მშრალი. გაითვალისწინეთ, რომ იოგურტის სისქე დამოკიდებულია რძის სახეობაზე. მაგალითად უცხიმო რძისგან თხელი იოგურტი გამოგივათ. თუ სქელი მასის მიღება გნებავთ, მაშინ 1 ლიტრ სითხეზე გამოიყენეთ 4 სუფრის კოვზი მშრალი რძე.

მშრალი რძე

თუ მხოლოდ მშრალ რძეს გამოიყენებთ იოგურტი ძალიან ცხიმიანი გამოგივათ. უმჯობესია მისი გახსნისას შეფუთვაზე არსებულ ინსტრუქციას მიჰყვეთ. მშრალი რძის მეშვეობით თქვენ მარტივად გააკონტროლებთ იოგურტის სისქეს. კარგი ხარისხის მშრალი რძე არ უნდა შეიცავდეს სახამებელს და სოიოს, აუცილებლად გადაამოწმეთ მისი შემადგენლობა.

იოგურტი მშრალი რძით

ინგრედიენტები

  • 200მლ წყალი
  • 2-2,5 სუფრის კოვზი მწარე მშრალი რძე
  • 1 ჭიქა ნატურალური იოგურტი

მომზადება

1.მშრალი რძე გახსენით წყალში, შემდეგ ნალ ცეცხლზე წამოადუღეთ და გააგრილეთ 38-40 გრადუსამდე.

2.ნატურალური იოგურტი დაუმატეთ ადუღებულ მასას. მიღებული იოგურტი ჩამოასხით ქილებში.

მეორე იოგურტისთვის თქვენ დაგჭირდებათ

  • 1ლ წყალი
  • 1/2 სუფრის კოვზი ნატურალური იოგურტი ცოცხალი რძემჟავას ბაქტერიებით
  • 3/4 ჭიქა მშრალი რძე

მომზადება

1.აიღეთ ქილა 1,2-1,5ლ და მასში ჩაასხით 2 ჭიქა წყალი, მასში გახსენით იოგურტი.

2.მასას დაუმატეთ მშრალი რძე და კარგად მოურიეთ.

3.დაუმატეთ დარჩენილი წყალი და კარგად მოურიეთ.

4.ქილა მოათავსეთ თბილ ადგილას 12-15 საათი, კარგად დააფარეთ თავზე. გამოდგება თბილი ღუმელი.

5.როცა იოგრტი შესქედება შეინახეთ მაცივარში.

ნატურალური იოგურტის რეცეპტები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. რადგან მისი მომზადება ძალიან მარტივია და არ საჭიროებს ბევრ ინგრედიენტებს. თუჩემსავით ხილის მოყვარულ ხართ, მაშინ ტამამად მოამზადეთ ხილის შემცველი იოგურტი, რომელიც ნამდვილად აჯობებს მაღაზიაში ნაყიდს.