თუ ღუმელი 180 გრადუსზეა გახურებული, სახლში საოცარი სურნელი ტრიალებს და ოჯახის წევრები სამზარეულოში არია შეკრებილები, ესე იგი მე ფორთოხლის ორცხობილას ვაცხობ!
ინგრედიენტები
- 1 ფორთოხალი
- 120გ შაქარი
- 100გ რბილი კარაქი
- 1 კვერცხი
- 2 სუფრის კოვზი ფორთოხლის წვენი
- 250გ ფქვილი
- 0,5 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
- 0,5 ჩაის კოვზი მარილი
- შაქარი
- შაქრის ფხვნილი
მომზადება
1.გახეხეთ ერთი ფორთოხლის ცედრა. გამოწურეთ ნახევარი ფორთოხალი.
2.ცედრას დაუმატეთ შაქარი, კატაქი და ათქვიფეთ მიქსერით. დაუმატეთ 2 კვერცხი და ფორთოხლის წვენი. კარგად ათქვიფეთ.
3.ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი, მარილი და შეუერთეთ თხელ მასას. მოურიეთ, უნდა მიიღოთ მკვრივი ცომი. შეინახეთ მაცივარში 1 საათი.
4.კოვზის მეშვეობით დაამრგვალეთ ცომი, ამოავლეთ შაქარში და შემდეგ შაქრის ფხვნილში.
5.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 15 წუთი.
6.გემრიელად მიირთვით!