ყველასათვის საყვარელი ორცხობილა “სნიკერსი”

1517

როდესაც ჩვენ ცუდ ხასიათზე ვართ, ტკბილეულის მირთმევის სურვილი გვიჩნდება. მარტივი გამოსავალი მაღაზიაში წასვლა და ტკბილეულის ყიდვაა, მაგრამ საკუთარი ხელით მომზადებულს არაფერი ჯობია.

თუ თქვენ გიყვართ შოკოლადი სნიკერსი მაშინ ეს ორცხობილა ძალიან მოგეწონებათ. მისი მდიდარი შოკოლადის-არაქისის არომატი გაგაოცებთ.

ინგრედიენტები

  • ფქვილი-250გ
  • კვერცხის გული-2 ცალი
  • შესელებული რძე ( ყავისფერი)-150გ
  • არაქისი-100გ
  • თეთრი შოკოლადი-30გ
  • მარილი
  • კარაქი-150გ
  • შაქრის ფხვნილი-150გ
  • კაკაოს ფხვნილი-25გ
  • შავი შოკოლადი-30გ
  • სოდა-0,3გ

მომზადება

1.ღრმა ჯამში ერთმანეთს აურიეთ ფქვილი, კაკაო, შაქრის ფხვნილი, მარილი და სოდა. მასაში გააკეთეთ ჩაღრმავება და დაუმატეთ კვერცხის გული და კარაქი. მოზილეთ ცომი.

2.ცომი მოათავსეთ პოლიეთილენის პაკეტში, გააბრტყელეთ 0,5მმ სისქეზე და მოათავსეთ მაცივარში 15 წუთის განმავლობაში.

3.ორცხობილები ამოჭერით ოთხკუთხედად. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 5-6 წუთის განმავლობაში.

4.შესქელებულ რძეს დაუმატეთ არაქისი და წაუსვით ორცხობილას, ზემოდან დააფარეთ კიდევ ერთი ფენა ორცხობილა. გამღვალი შოკოლადით მორთეთ ზემოდან.

ორცხობილა <<სნიკერსი>> არის ძალიან გემრიელი და ნოყიერი. თუ კრემს დაუმატებთ არაქისის ნაირსახეობას მაშინ ორცხობილა გახდება კიდევ უფრო გემრიელი.