ყველაზე სწრაფი და გემრიელი ორცხობილა მარტივი ინგრედიენტებისგან

2458

სულ რაღაც 20-25 წუთში ორცხიბილა მზად არის!

ძალიან გემრიელი, ხრაშუნა და არომატული დესერტი.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 1,5 ჭიქა
  • შაქარი 0,5 ჭიქა
  • მცენარეული ზეთი 0,5 ჭიქა
  • კვერცხი 1 ცალი
  • ვანილი 10გ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი

1 ჭიქა = 200მლ

მომზადება

  1. ღრმა ჯამში ჩატეხეთ კვერცხი.
  2. დაუმატეთ ვანილი და შაქარი.
  3. მოასხით მცენარეული ზეთი.
  4. მოურიეთ, გახადეთ ერთგვაროვანი.
  5. მოაყარეთ გამაფხვიერებელი და ფქვილი, მოზილეთ ცომი.
  6. ცომი დაამუშავეთ მაგიდაზე და მოათავსეთ ჯამში.
  7. ცომის პატარა ნაწილი გააბრტყელეთ მრგვლად.
  8. მიეცით ორცხობილის ფორმა და ერთ მხრიდან ამოავლეთ შაქარში.
  9. ფორმირებული ორცხობილები მოათვსეთ პერგამენტით ამოფენილ ფორმაზე, შაქრიანი ზედაპირი აუცილებლად უნდა იყოს მაღლა.
  10. შეგიძლიათ ჭიქის ან სხვა საგნის მეშვეობით ორცხობილაზე, რაიმე ამოტვიფროთ.
  11. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 10-15 წუთი.

გემრიელად მიირთვით!