გიზიარებთ უგემრიელესი ორცხობილის რეცეპტს. ძალიან გემრიელია და რაც მთავარია უმარტივესად მზადდება.
ინგრედიენტები
- შაქარი 140გ
- ფქვილი 180გ
- კვერცხი 1 გული
- მცენარეული ზეთი 30მლ (2,5 სუფრის კოვზი)
- რძე 130მლ
- კაკაო 25გ
- გამაფხვიერებელი 10გ
- მარილი
მომზადება
- ჯამში მოათავსეთ ფქვილი, შაქარი და მოურიეთ.
- ცალკე ჯამში გადაიტანეთ მიღებული მშრალი მასა და მოასხით თბილი რძე.
- დაუმატეთ ზეთი, კვერცხის გული და კარგად მოურიეთ.
- დარჩენილ მშრალ მასას დაუმატეთ კაკაო, გამაფხვიერებელი და მარილი.
- დაუმატეთ მზა მასა და მოურიეთ.
- ცომი საკმაოდ წებოვანი უნდა გამოვიდეს.
- სამუშაო მაგიდაზე მოფანტეთ ფქვილი და მოათავსეთ ცომი.
- გააბრტყელეთ ცომი.
- ამოჭერით სასურველი ფორმები.
- ჩემი ფორმის დიამეტრი 4,5სმ.
- გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე ორცხობილები.
- გამოაცხეთ 180 გრადუსზე 15-20 წუთი.
გემრიელად მიირთვით!