ყველაზე გემრიელი ფორთოხლის ორცხობილა

1455

თუ დესერტზე დიდი დროის დახარჯვა არ გინდათ, მაშინ ეს რეცეპტი აუცილებლად გამოგადგებათ. ფორთოხლის საოცარი არომატი დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეგიქმნით.

ეს დესერტი ძალიან უყვართ ჩემს შვილებს, ამიტომაც ხშირად ვამზადებ.

ინგრედიენტები

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 50გ კარაქი
  • 1 კვერცხი
  • 3 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 80გ შაქარი
  • 1/2 ჩაის კოვზი სოდა
  • მწიკვი მარილი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 1 ფორთოხალი
  • 1 სუფრის  კოვზი სახამებელი
  • 160გ შაქარი

მომზადება

1.კარაქს გადაურიეთ შაქარი. დამატეთ ცომისტვის განკუთვნილი ინგრედიენტები: მცენარეული ზეთი, კვერცხი, არაჟანი, სოდა, მარილი და ფქვილი. კარგად მოურიეთ.

2.დაამრგვალეთ ცომი და მოათავსეთ მაციავრში 30 წუთი.

3.მოვამზადოთ შიგთავსი: გარეცხეთ ფორთოხალი, მოაშორეთ თესლი.

4.მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ შაქარი და სახამებელი.

5.ცომი გაყავით 2 ტოლ ნაწილად. გააბრტყელეთ ცომი მართხკუთხედად. მოათავსეთ მასზე შიგთავსი, გადაანაწილეთ თანაბრად.

დაახვიეთ რულეტისებურად. რულეტი შეგიძლიათ მოათავსოთ მაცივარში, რათა შიგთავსი გამაგრდეს.

6.დაჭერით რულეტი, მოათავსეთ ცხიმიან გამოსაცხობ ქაღალდეზე.

7.გამოაცხვეთ 220 გრადუსზე 20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!