ტარტი – საუკეთესო რამაა, რაც მსოფლიო კულინარიას საფრანგეთმა აჩუქა. ლაიმის ტარტი ძალიან ადვილია და მართლაც ძალიან გემრიელი გამოდის. წარმოიდგინეთ ხრაშუნა ცომის კალათში მოთავსებული არომატული ლაიმის გულსართი – შესანიშნავია! მოდით, შევუდგეთ მის მომზადებას.
ინგრედიენტები:
ცომი:
- 180 გ ფქვილი
- 75 გ შაქრის პუდრი
- 100 გ ცივი კარაქი, კუბებად დაჭრილი
- 1 დიდი კვერცხის გული
- 2-3 ჩაის კოვზი ცივი წყალი
გულსართი:
- 125 მლ ახალგამოწურული ლაიმის წვენი
- 2 ჩაის კოვზი ჟელატინის ფხვნილი
- 3 დიდი კვერცხის გული
- 400 გ შესქელებული რძე
- 3 ჩაის კოვზი წმინდად გახეხილი ლაიმის ცედრა
- 300 მლ ცხიმიანი ნაღები
ულუფა: 6-8
მომზადება: 30 წუთი + 4 საათი გასაცივებლად
ცხობა: 5 წუთი
დონე: 2
მომზადების წესი:
- ცომი: ფქვილი, შაქრის პუდრი და კარაქი სამზარეულოს კომბაინში მოათავსეთ და დაანამცეცეთ.
- დაუმატეთ კვერცხის გული და 2 ჩაის კოვზი წყალი. აურიეთ და თუ საჭიროა, წყალი დაამატეთ, რომ ცომი შეიკრას და ერთგვაროვანი გახდეს.
- გადმოიღეთ ბლენდერიდან და სწრაფად მოზილეთ ხელით, რომ დარბილდეს.
- მოათავსეთ ჯამში, დააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და 30 წუთით შედგით მაცივარში.
- 25 სმ დიამეტრიან საცხობ ყალიბს წაუსვით ცხიმი.
- ცომი ცოტა ფქვილმოყრილ მაგიდაზე გადმოიღეთ და 5მმ სისქეზე გააბრტყელეთ.
- გადაიტანეთ საცხობ ყალიბში და ლამაზად შემოაჭერით გვერდები. დააფარეთ და მაცივარში მოათავსეთ.
- წინასწარ გააცხელეთ ელექტროღუმელი 180 გრადუსზე.
- საცხობ ყალიბში ჩაკრულ ცომს პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და სიმძიმისთვის მოაყარეთ მუხუდო, ცერცვი, ლობიო, ოსპი ან ბრინჯი, რათა ცხობისას ცომი არ ამოიბეროს.
- აცხვეთ 10-15 წუთი, სანამ ღია ყავისფერი არ გახდება.
- მოაცილეთ ქაღალდი, გადადგით გასაცივებლად.
- გულსართი: ლაიმის წვენს პატარა ქვაბში დაუმატეთ ჟელატინი. დადგით 5 წუთით.
- საშუალო ზომის ჯამში მიქსერით, მაღალი სიჩქარით, გათეთრებამდე ათქვიფეთ კვერცხის გულები.
- ჟელატინიანი ლაიმის წვენი დადგით დაბალ ცეცხლზე, სანამ ჟელატინი სრულიად გალღვება.
- შესქელებული რძე, ლაიმის წვენის ნაზავი და 1 სუფრის კოვზი ლაიმის ცედრა გოგლიმოგლს დაუმატეთ, თქვიფეთ.
- გულსართი ჩაასხით უკვე გამომცხვარ ცომში, გააცივეთ, სანამ გამაგრდება, 3 საათი.
- პატარა ჯამში მიქსერით ათქვიფეთ ნაღები.
- ტარტს კოვზით დაადეთ ნაღები და მოაყარეთ მორჩენილი ლაიმის ცედრა. დაჭერით და სუფრაზე მიიტანეთ.