ყვავილოვანი კომბოსტო პოლონურად: ხავერდოვან სოუსში, მობრაწული ქერქით

1641

ყვავილოვანი კომბოსტო იმ სასარგებლო პროდუქტებს მიეკუთვნება, რომელიც უნდა ჩართოთ რაციონში ნებისმიერ სეზონზე. არ ხართ დარწმუნებული, რომ ოჯახის წევრები თანახმა იქნებიან? გვერწმუნეთ, მთავარია, დიასახლისმა კარგი რეცეპტი იცოდეს და ამ კერძით ხორცის დიდი მოყვარული მეუღლეც კი აღფრთოვანდება.

დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ ყვავილოვან კომბოსტოს პოლონურად. შეგიძლიათ მოამზადოთ ტაფაზეც ან ღუმელშიც. ჩვენ მეორე ვარიანტს ვემხრობით, რადგან ასე უფრო სასარგებლოა. ყვავილოვანი კომბოსტო გაყინულიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. კერძში ორცხობილას ნაფშვენები და მოხარშული კვერცხი ემატება. და ეს ყველაფერი ნაზ, ხავერდოვან სოუსში.

ინგრედიენტები

  • 400 გრ ყვავილოვანი კომბოსტო
  • 2 კვერცხი
  • 3 ს.კ. არაჟანი
  • 3 ს.კ. საფანელი
  • 30 გრ მაგარი ყველი
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 0,5 ჩ.კ. პაპრიკა
  • 2 ჩ.კ. ფქვილი
  • 1 ს.კ. წყალი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • მარილი, შავი პილპილი, მწვანილი გემოვნებით

მომზადება

1. მოხარშეთ კვერცხი.

2. მოხარშეთ ყვავილოვანი კომბოსტო მარილიან წყალში (5 წთ), დაწურეთ და დააცალკევეთ.

3. საფანელი დააბლენდერეთ გახეხილ ყველთან და პაპრიკასთან.

4. მოამზადეთ სოუსი. შეურიეთ თაფლი და ზეთი, დაუმატეთ არაჟანი, წყალი, მარილი, პილპილი. ათაქვიფეთ, დაუმატეთ ფქვილი და კვლავ მოურიეთ.

5. საცხობ ფორმაში (შეგიძლიაღ აიღოთ ორი) მოათავსეთ ყვავილოვანი კომბოსტო. დაასხით ნახევარი სოუსი.

6. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კვერცხი და მწვანილი. დაასხით დარჩენილი სოუსი. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით.