ესპანური ტკბილი ბლითები “ნუთელათი”

1764

ჩროსი – ესპანელების საყვარელი დესერტია, რომელიც ქუჩის ფარდულებში იყიდება. მას მოხარშული ცომისგან ამზადებენ ფრიტურში, შიგთავსით ან ცარიელს.

ამ შემთხვევაში ჩვენ გადავწყვიტეთ, გასწავლოთ შიგთავსიანი ჩუროსის მომზადება, რომელიც შოკოლადისგან შედგება. მასალად გამოდგება “ნუთელა”, ან სხვა შოკოლადის პასტა.

ინგრედიენტები

  • 125 გრ ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 2 ჩ.კ. შაქარი
  • 250 მლ წყალი
  • 80 გრ “ნუთელა”
  • დარიჩინი გემოვნებით
  • ზეთი გემოვნებით

მომზადება

  1. შეურიეთ თასში 2 ს.კ. ზეთი, შაქარი და თბილი წყალი. წამოადუღეთ და გადმოდგით.
  2. შეურიეთ ფქვილი და კარგად მოურიეთ, ჩაახალეთ კვერცხები და კვლავ მოურიეთ.
  3. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი. საკონდიტრო შპრიცი შეავსეთ ცომით, დაასხით 6-8 სმ-ის ზოლები და შედგით საყინულეში 50-60 წუთით.
  4. ჩაასხით ღრმა ქვაბში ზეთი ისე, რომ ნაწარმი სრულად დაფაროს. შეწვით ორივე მხრიდან დაბრაწვამდე.
  5. მზა ნაწარმს გაუკეთეთ ნახვრეტები და შეავსეთ “ნუთელათი” კვლავ საკონდიტრო შპრიცის მეშვეობით.

ფრთხილად იყავით – ჩუროსი იმდენად გემრიელია, რომ ზომიერების შეგრძნებას კარგავ, არადა, ეს ნამდვილად არ არის დიეტური დესეერტი. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეოგბრებს!