ყავისმინანქრიანი ნამცხვარი – რომელსაც ძალიან ბევრჯერ გამოაცხობთ

2152

ეს კლასიკური ნამცხვარია, რომელსაც ბევრჯერ გამოაცხობთ. იგი დილის ჩაისთან, ყავასთან ან დღის ჩაისთან მიირთვით.

ინგრედიენტები: 

ბისკვიტისთვის: 

  • 375 გ თეთრი ფქვილი
  • 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 2 ჩ.კ. სოდა
  • 1/2 ჩ.კ. მარილი
  • 250 გ (1 ჭიქა) უმარილო, დარბილებული კარაქი
  • 200 გ (1 ჭიქა) შაქარი
  • 3 კვერცხი
  • 250 მლ (1 ჭიქა) არაჟანი

მინანქრისთვის:

  • 1 ს.კ. ხსნადი ყავა
  • 2-3 ს.კ. ადუღებული წყალი
  • 300 გ შაქრის პუდრი
  • 60 გ მარილიანი კარაქი, პატარა ნაჭრებად დაჭრილი

მომზადების წესი:

  1. ბისკვიტი: წინასწარ გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. კექსის ფორმას (25 სმ) მთელ ზედაპირზე კარაქი წაუსვით  და ფქვილი მოაყარეთ.
  2. კარაქი, შაქარი და ვანილი მიქსერით საშუალოზე მაღალ სიჩქარეზე, თეთრი ფერის  კრემისებური მასის მიღებამდე ათქვიფეთ. შემდეგ სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები.
  3. მიქსერი დაბალ სიჩქარეზე გადაიყვანეთ და თანდათან შეურიეთ ფქვილი და არაჟანი. ცომი გამზადებულ ფორმაში კოვზით გადაიტანეთ.
  4. აცხვეთ 40-50 წუთი. შეამოწმეთ: ხის ჩხირი ცენტრში ჩაარჭვეთ და თუ არაფერი  ამოჰყვა, ბისკვიტი მზად არის. ფორმაში 5 წუთი დატოვეთ, შემდეგ ლითონის ცხაურზე გადააბრუნეთ და ბოლომდე გააცივეთ.
  5. მინანქარი: ყავას 2 ს.კ. ადუღებული წყალი დაასხით, ურიეთ გახსნამდე. ჯამში შაქრის პუდრი ჩაყარეთ, კარაქი და გახსნილი ყავა დაუმატეთ. საჭიროებისამებრ დაუმატეთ წყალი. გაითვალისწინეთ, მინანქარი სქელი უნდა იყოს.
  6. ნამცხვარს სიროფი მოასხით და სულ მცირე, 30 წუთი გააჩერეთ. დაჭერით და სუფრაზე მიიტანეთ.