ყაბაყისგან უამრვი კერძი თუ ხემსი მზადდება, მას ამარინადებენ კიდეც, ამატებენ სხვადასხვა ცომეულში. ვისაც ყაბაყი არ უყვარს, უბრალოდ არ იცის მისი მომზადება.
ბორანი კადუ ან ყაბაყი ავღანურად – ყაბაყის კერძის კიდევ ერთი შესანიშნავი რეცეპტია. ეს გახლავთ აღმოსავლური ხემსი, რომელიც სხვადასხვანაირად მზადდება. ჩვენს ვარიანტში განსაკუთრებული ინგრედიენტები არ არის საჭირო: მოამზადეთ ტრადიციული ავღანური ხემსი ხელთ არსებული პროდუქტებისგან.
ინგრედიენტები
- 1 ც ყაბაყი
- 3 ც პომიდორი
- 150 გრ ხაჭო
- 1 ც წიწაკა ჩილი
- 3 კბ ნიორი
- 1 ს.კ. ზეთი
- მარილი გემოვნებით
მომზადება
1. დაჭერით ყაბაყი 1 სმ რგოლებად და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.
2. წვრილად დაჭერით პომიდორი, დაუმატეთ 1 კბ წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი და მოთუშეთ.
3. ქვაბში ფენა-ფენა მოათავსეთ ყაბაყი და პომიდორი, მოაყარეთ დაჭრილი წიწაკა, მოთუშეთ 15 წთ განმავლობაში.
4. სოუსის მოსამზადებლად ხაჭოს დაუმატეთ ცოტაოდენი კეფირი ან წყალი და დაჭყლიტეთ ჩანგლით, დაუმატეთ მარილი და წვრილად დაჭრილი 2 კბ ნიორი.
ყაბაყს სოუსით როგორც წესი თხელ ლავაშთან მიირთმევენ. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!