როდესაც ბაზრებსა თუ მაღაზიებში პირველი ყაბაყები ჩნდება, გულს უხარია. ბოლოს და ბოლოს საშუალება გეძლევა, გამოაცხო საყვარელი ოლადები, შეწვა ყაბაყი კლიარში, დაამარინადო, დაუმატო კატლეტებში. დღეს ჩვენ ერთი შესანიშნავი კერძის რეცეპტს შემოგთავაზებთ.
კექსები ხრაშუნა ბეკონით და ახალი მწვანილით – ნამდვილი შედევრია. ეს კერძები ოლადებზე სწრაფად და მარტივად მზადდება. თანაც, მომზადებას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება.
ინგრედიენტები
- 70 გრ ბეკონი
- 1 ც ყაბაყი
- 3 ს.კ. ფქვილი
- 2 კვერცხი
- 1 ჩ.კ. შაქარი
- 1 ჩ.კ. მარილი
- 1 ს.კ. მაიონეზი
- 0,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 1 ც ხახვი
- მწვანილი გემოვნებით
მომზადება
1. დაჭერით წვრილად ბეკონი და ხახვი, შეწვით ზეთში.
2. გახეხეთ ყაბაყი, დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი, შაქარი, მარილი, ფქვილი, გამაფხვიერებელი, ბეკონი, ხახვი, დაჭრილი მწვანილი და მოურიეთ.
3. აიღეთ კექსის ფორმები, წაუსვით ზეთი, ჩაასხით მასა სათითაოდ.
4. შედგით 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით.
მიირთვით კექსები არაჟნის სოუსთან, წარმოუდგენლად გემრიელი გამოვა. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!