ყაბაყის “ნავები” სიმინდისა და ყველის შიგთავსით: სიამოვნება ყოველ ლუკმაში

1237

ორგანიზმი კარგად ითვისებს ყაბაყს, ის კარგად ზემოქმედებს საკვების მონელების სისტემაზე, კანის მდგომარეობასა და ფერზე. ყაბაყი მდიდარია კეროტინით, ვიტამინებით და კალიუმით, რომელიც არეგულირებს წნევას. ბევრს არ მოსწონს მისი გემო, მაგრამ ამის გამოსწორება შესაძლებელია: მთავარია, კარგი შიგთავსი შეარჩიოთ და გამოაცხოთ ღუმელში – ყაბაყის თანყვანისმცემლების რიცხვი უმალ გაიზრდება.

სიმინდით, ყველითა და მწვანილით ფარშირებული ყაბაყი სასარგებლო და გემრიელი ხემსია მათთვის, ვინც ზედმეტ წონას ებრძვის, მაგრამ უარს ვერ ამბობს გემრიელ კერძებზე. მის მომზადებას კი სულ რაღაც 25 წუთი სჭირდება.

ინგრედიენტები

  • 2 ც ყაბაყი
  • 200 გრ სიმინდი
  • 15 გრ მაგარი ყველი
  • 50 მლ ზეითუნის ზეთი
  • 20 გრ ტარხუნა
  • 30 გრ ოხრახუში
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გარეცხეთ ყაბაყი, მოაჭერით ყუნწები, გაჭერით შუაზე სიგრძეზე. ამოაჭერით კოვზით გული და მოამზადეთ “ნავები”.
  2. დააფინეთ საცხობ ფორმას პერგამენტი, მოათავსეთ ყაბაყი, წაუსვით ზეითუნის ზეთი. შედგით 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 5 წუთით.
  3. თასში შეურიეთ სიმინდი, გახეხილი ყველი, დაჭრილი ოხრახუში, ტარხუნა, ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი.
  4. გამოიღეთ ღუმელიდან ყაბაყი, დატენეთ შიგთავსით და კვლავ შედგით 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით.

მზა კერძი მიირთვით ცხლად, მოასხით არაჟნისა და მდოგვის სოუსი, ან გამოიყენოთ გარნირად კოტლეტებისთვის. არჩევანი თქვენზეა. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს.