ღუმელში გამომცხვარი თევზის რეცეპტი ძალიან მარტივია.
სკუმბრია გამოდის ძალიან გემრიელი, წვნიანი და ნაზი.
ინგრედიენტები
- სკუმბრია 2 ცალი
- ლიმონი 1 ცალი
- ხახვი 1 ცალი
- არაჟანი 2 სუფრის კოვზი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადება
- გაასუფთავეთ თევზი.
- შიგნიდან და გარედან დაამუშავეთ მარილით და წიწაკით.
- თევზს ზემოდან წაუსვით ცოტა არაჟანი.
- შიგნიდან წაუსვით არაჟანი.
- დაჭერით თევზი.
- მრგვლად და თხლად დაჭერით ლიმონი.
- ფორმას წაუსვით მცენარეული ზეთი.
- ფორმაში მოათავსეთ დაჭრილი თევზი.
- თევზის ნაწრებს შორის მოათავსეთ ლიმონი და ხახვი, წყვილ-წყვილად.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 35-40 წუთი.
გემრიელად მიირთვით!