ღორის ხორცი ფოლგაში გამომცხვარი. თქვენ და თქვენი სტუმრები აღფრთოვანებული დარჩებით

701

Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ფოლგაში გამომცხვარ ღორის ხორცს სანელებლებთან ერთად. ასე ძალიან წვნიანი გამოდის. უბრალოდ დიდებულია. თქვენი სტუმრები ამ შედევრს სათანადოდ დააფასებენ.

ინგრედიენტები:

  • 1,2 კგ ღორის ხორცი (უძვლო)
  • 6-7 კბილი ნიორი
  • 3-4 დაფნის ფოთოლი
  • 1 ჭიქა მაიონეზი
  • 1 ს/კ დაფქული ქინძი
  • 1,5 ს/კ შავი წიწაკა
  • 1,5 ს/კ პაპრიკა
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ცალკე თასში მაიონეზი სანელებლებს (პაპრიკა, შავი წიწაკა, ქინძი) აურიეთ.

2. მაიონეზს გასუფთავებული და დაჭყლეტილი ნიორი და გემოვნებით მარილი (დაახლოებით 1 ჩ/კ სავსე) დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ.

3. ფოლგის დიდი ნაჭერი გადაჭერით, ორად გაკეცეთ და მასზე ღორის ხორცი დადეთ. ხორცი ცხიმოვანი ფენით ქვემოთ მოათავსეთ.

4. ხელით ან კოვზით მიღებული მაიონეზის სოუსი ხორცს ყველა მხრიდან წაუსვით. ქვედა ცხიმიან ფენაზე წასმა არ დაგავიწყდეთ. დაფნის ფოთლები დაუმატეთ.

5. ფოლგის ბოლოები შეკარით და დაახვიეთ. ფოლგა გვერდებზეც შემოკეცეთ. ფოლგა კარგად შეკარით, რომ წვენი არ გამოვიდეს. ხორცი 2-3 საათით მაცივარში შეინახეთ. ღორის ხორცი კარგად უნდა დამარინადდეს.

6. ვადის გასვლის შემდეგ ხორცი მაცივრიდან გამოიღეთ და ფოლგიანად საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ზუსტად 3 საათით აცხვეთ.

7. ღორის ხორცი ღუმელიდან გამოიღეთ, ფოლგის თავი გახსენით, რომ ცოტა გაგრილდეს.

8. ხორცი თეფშზე გადაიტანეთ. დაფნის ფოთლები მოაშორეთ და ნაჭრებად დაჭერით. ზემოდან ცხობის დროს მიღებული წვენი მოასხით.

9. გემრიელად მიირთვით!