ღვიძლის მომზადების საოცარი მეთოდი

6965

ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვყიდულობ ღვიძლს და ვამზადებ ამ რეცეპტის მიხედვით. შედეგი უბრალოდ განუმეორებელია!

ინგრედიენტები

  • 0,5კგ ღვიძლი
  • 1 კვერცხი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 1-2 ხახვი
  • 7 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 4-5 სუფრის კოვზი სიმინდის ფქვილი

მომზადება

1.გარეცხეთ და დაჭერით ღვიძლი.

2.ახლა კი ყველაზე საინტერესო –  მარინადის მომზადება. ამისათვის ღრმა ჯამში მოათავსეთ კვერცხი, შაქარი, მარილი, სოდა და ნიორი. კარგად მოურიეთ, მოასხით მარინადი ღვიძლს. ისევ მოურიეთ და შეინახეთ მაცივარში 2 საათი.

3.გარეცხეთ ხახვი, დაჭერით. შეწვით ხახვი ტაფაზე. სანამ ხახვი ითუშება, მარინადიდან გადმოიტანეთ ღვიძლი და ამოავლეთ სიმინდის ფქვილში.

4.ხახვი გადაიტანეთ ტაფიდან და მის ადგილას შეწვით ღვიძლი.

შეწვით ღვიძლი 5 წუთი, დაუმატეთ ხახვი ერთად მოთუშეთ თავდახურულ მდგომარეობაში 2-3 წუთი.

5.გემრიელად მიირთვით!