ქუმელი ერთ-ერთი ყველაზე ძველი დესერტია, რომელიც გავრცელებულია საქართველოს მთიანეთში. ბარბარე ჯორჯაძის თქმით, მთაში მას ქიშმიშისა და ნუშის გარეშე, ზოგჯერ ქერის ფქვილის ან დანაყილი სელისგან ამზადებენ. ქუმელს სულხან-საბა ორბელიანიც იხსენიებს.
ინგრედიენტები:
- ქუმელის ფქვილი (წმინდად დაფქული მოხალული ხორბალი) – 170 გ
- თაფლი – 10 ს.კ. (სასურველია ყვავილის თაფლი)
- ქიშმიში – 50 გ
- ნუში – 80 გ
მომზადების წესი:
- ჩაყარეთ თასში ქუმელის ფქვილი, დაამატეთ თაფლი და მოზილეთ. მიღებული ცომი უნდა იყოს მძიმე, სველი კონსისტენციის.
- ცომისგან გააკეთეთ კაკლის ზომის ბურთები და ამოავლეთ ქიშმიშისა და წვრილად დაჭრილი ნუშის ნარევში. დააწყვეთ ლანგარზე და 2-3 დღე გამოაშრეთ.