ხილის ცხობილა – ზაფხულის საუკეთესო მოგონებაა. ძალიან მენატრება წვნიანი ხილი და მხურვალე მზის სხივები.
ქლიავის ტორტის მომზადება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. გიზიარებთ რეცეპტს, რომელიც ახარებს თვალსაც და პირსაც.
ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი 200გ
- ვანილის პუდინგი 40გ
- შაქარი 50გ
- კარაქი 170გ
- კვერცხი 1 ცალი
- ვანილის ექსტრაქტი 1 ჩაის კოვზი
- ქლიავი 8-10 ცალი
- დარიჩინი 0,5 ჩაის კოვზი
მომზადება
1.150გ ცივი კარაქი დაჭერით კუბიკებად. დაუმატეთ ვანილის პუდინგი, 30გ შაქარი და ფქვილი. ჩატეხეთ ამ მასაში კვერცხი და მოზილეთ ცომი.
2.გადაფუთეთ პაკეტში და შეინახეთ 30 წუთი მაცივარში. ამასობაში შაქარს დაუმატეთ დარიჩინი. გარეცხეთ და გაასუფთავეთ ქლიავი.
3.ნახევარი ქლიავი დაჭერით გრძლად. გაგრილებული ცომი გააბრტყელეთ.
4.ცომი გადაიტანეთ ფორმაში და დაჩხვლიტეთ ჩანგლით.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 10 წუთი. მზა კორჟზე გადაიტანეთ ქლიავი.
5.მოაყარეთ შაქარი და დარჩინი. ტარტი მოამზადეთ 180 გრადუსზე 25 წუთი.