ქადა – ძალიან გემრიელი და მარტივი ორცხობილაა, მას ძირითადად ტკბილი ან ნიგვზიანი შიგთავსით ამზადებენ. ეს დესერტი საქართველოში, სომხეთში და აზერბაიჯანში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას სხვადასხვა მხარეში განსწვავებული სახელები ქვია: გატა, ქატა, ქადა, ქიატა.
ცომს კეფირზე ამზადებენ, შიგთავსს – ნიგვზით, ვანილით და შაქრით. ამ დესერტის მთავარი საიდუმლო ოდნავ მარილიან ცომშია (ცომი უშაქროა), ხოლო შიგთავსი ტკბილი და ხრაშუნაა.
ინგრედიენტები
- 3,5 ჭიქა ფქვილი
- 1 ჭიქა კეფირი
- 3/4 ჭიქა ნიგოზი
- 3/4 ჭიქა შაქარი
- 3/4 ჭიქა მარილი
- 250გ კარაქი
- 1 ჩაის კოვზი სოდა
- 1 შეკვრა ვანილი
- 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
მომზადება
1.გაყინული კარაქის ნახევარს დაუმატეთ, მარილი, სოდა და 3 ჭიქა გაცრილი ფქვილი.
2.მასას კარგად მოურიეთ და დაუმატეთ კეფირი.
3.ცომი უნდა გამოგივიდეთ ელასტიური, ნაზი. თუ ცომი წებოვანი გამოვა, მაშინ დაუმატეთ ფქვილი.
4.მოვამზადოთ შიგთავსი, ამისათვის გაალღვეთ დარჩენილი კარაქი, დაუმატეთ 0,5 ჭიქა ფქვილი, შაქარი და ვანილი. შიგთავსს დაუმატეთ დაქუცმაცებული ნიგოზი. ნიგვზის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ქიშმიში. მოურიეთ, რათა მასა გახდეს ერთგვაროვანი. შიგთავსი უნდა გამოგივიდეთ რბილი.
5.ცომი გაყავით 2 ნაწილათ, თითოეული გააბრტყელეთ ოთხკუთხედად.
6.მოათავსეთ შიგთავსი.
7.მჭიდროდ გადაახვიეთ რულეტი.
8.დაჭერით.
9.ქადები გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაზე და წაუსვით ათქვეფილი კვერცხი.
10.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30 წუთი.
გემრიელად მიირთვით!