ქათმის წვნიანი მწვადი ბეკონით

1227

არ არსებობს ნახშირზე შემწვარ ხორცზე გემრიელი ხორცი. თუ ამინდი ხალს არ გიწობთ და ეზოში ვერ შლით სამწვადე მაგიდას, რა პრობლემააა, მისი მომზადება სახლშიც მარტივად შეიძლება.

ოპტიმალური ვარიანტი – ქათმის მწვადი. ქათმსი ხორცი შედარებით იაფია, მარტივად და სწრაფადაც მზადდება. ცოტა მშრალია, ამიტომაც მას თავისებური მიდგომა სჭირდება.

დღეს ჩვენ მოგიყვებით საოცარ რეცეპტს, რომლის დახმარებითაც თქვენს სამზარეულოებში ძალიან მერტივად მოაზმაებთ ქათმის მწვადს ბეკონით. მარტივი, სწრაფ, გემრიელი და ორიგინალური.

ქათმის მწვადი

ინგრედიენტები

  • 350გ ქათმის ფილე
  • 100გ ბეკონი
  • 1 ლიმონი
  • 2 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
  • მარილი, შავი წიწაკა და სანელებლების ნარევი გემოვნებით
  • 3-4 კბილი ნიორი
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადება

1.დაჭერით ქათმის ფილე.

2.ჯამში მოათავსეთ სოიოს სოუსი, ლიმონის წვენი, დაქუცმაცებული ნიორი და სანელებლები. მარინადი კარგად გადაურიეთ ქათამს და მოათავსეთ მაცივარში2 საათი.

3.ქათმის ნაჭრებს შემოახვიეთ ბეკონი.

4.რულეტები ჩამოაცვით ხის წკირს.

5.მწვადები მოათსვეთ ტაფაზე. ზეთს საჭიროებს ძალიან ცოტას, რადგან ბეკონი თავისებურად ცხიმიანია.

6.შეწვით დაბალ ცეცხლზე ორივე მხრიდან.

7.თუ ამზადებთ ღუმელშ, მაშინ გაახურეთ 200 გრადუსზე, წკირები დაასველეთ წყლით და მოათავსეთ ისე, რომ არ ეხებოდეს ძირს. შეწვით ორივე მხრიდან.

8.გემრიელად მიირთვით!

სანამ მწვადი იწვება, გარნირად მოამზადეთ ახალი ბოსტნეული. სალათს მოასხით მცენარეული ან ზეითუნის ზეთი.