ქათმის უგემრიელესი რულეტები ტაფაზე

1314

ქათმის ხორცის პრივილეგიებზე ძალიან დიდხანს შეიძლება ლაპარაკი. გამორჩეულად კარგია ფილე – დიეტურია და ამავდროულად შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას. არსებობს უამრავი მრავალფეროვანი რეცეპტი: ყველაზე მარტივი ქათმის სალათიდან ორიგინალურ ქათმის სუფლემდე. შემწვარი ხორცის მოყვარულებს აუცილებლად მოეწონებათ ეს რეცეპტი.

ქათმის რულეტები ყველითა და მწვანილით იმდენად გემრიელია, რომ მომენტალურად ქრებიან სუფრიდან. ფაფუკი ფილე სოუსით განსაკუთრებით გემრიელი, როცა ცხელია. თუ თქვენ გიყვართ ცხარე კერძები მაშინ დაუმატეთ ნიორი ან თქვენი საყვარელი სანელებლები, ეს აუცილებლად შესძენს მას პიკანტურობას.

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე-250გ
  • ქათმის ბულიონი-250მლ
  • ხორბლის ფქვილი-1 სუფრის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი-2 სუფრის კოვზი
  • მარილი- გემოვნებით
  • ყველი-100-150გ
  • არაჟანი-2 სუფრის კოვზი
  • კარაქი-20გ
  • მწვანილი-0,5 შეკვრა
  • შავი წიწაკა (დაფქული)- გემოვნებით

მომზადება

1.გარეცხეთ და გააშრეთ ქათმის ფილე. თითოეული ნაჭერი დაჭერით 3-4 ნაწილად. შეახვიეთ პაკეტში და სამზარეულოს ჩაქუჩით ორივე მხრიდან კარგად დაჭყლიტეთ. დაუმატეთ მარილი და წიწაკა.

2.გარეცხეთ და დააქუცმაცეთ მწვანილი, ყველი დაჭერით ფირფიტებად. ფილეს მოაყარეთ მწვანილი და ყველი. დაახვიეთ რულეტის მსგავსად და დააფიქსირეთ კბილის ჩხირით.

3.რულეტები ყველა მხრიდან შეწვით გაცხელებულ ტაფაზე მზსუმზირის ზეთთან და კარაქთან ერთად. დაასხით ბულიონი და წამოდუღების შემდეგ მოთუშეთ დამატებით 15-20 წუთის განმავლობაში.

4.გადაასხით 4-6 სუფრის კოვზი ბულიონი, დაელოდეთ მის გაგრილებას და დაუმატეთ ფქვილი. ტაფაზე მოათავსეთ მიღებული მასა და არაჟნი, მოურიეთ და ცეცხლზე დატოვეთ სოუსის შესქელებამდე. მოაყარეთ წიწაკა და მარილი გემოვნებით.

ქათმის რულეტები- მარტივი მაგრამ საოცარი კერძია. ამ რულეტებს საოცრად უხდება სხვადასხვა დანამატები. მოამზადეთ ამ რეცეპტის მიხედვით და ისიამოვნეთ.