ქათმის სუფლე ღუმელში: ღრუბლის მსგავსი ნაზი სტრუქტურა ჩვეულებრივ ლამბაქში

1356

ფრანგულიდან სუფლე ითარგმნება როგორც “ჰაერით შევსებული”. და მართლაც, მაღალი სამზარეულოს ეს კერძი ღრუბელს ჰგავს, რომლის დაგემოვნება შესაძლებელია. მე-18 საუკუნიდან ამ ტერმინს იყენებდნენ ათქვეფილი ცილისა და ნაღების მიმართ სხვადახვა დანამატებით. მერე კი გაჩნდა ქათმის სუფლე და მსოფლიომ გაიგო, რომ ქათამი ძალიან საინტერესო ინგრედიენტია.

მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე რთულია, ქათმის სუფლე საკმაოდ მარტივად მზადდება. მასა ფაფუკი გამოდის სოდისა და გამაფხვიერებელის გარეშე. მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას და ყველაფერი იდეალურად გამოგივათ.

ინგრედიენტები

  • 600 გრ ქათმის ფილე
  • 1 ც სტაფილო
  • 300 გრ ყვავილოვანი კომბოსტო
  • 1 ს.კ. კარაქი
  • 2 კვერცხი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • 200 მლ რძე
  • 2 ს.კ. ფქვილი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. განაცალკევეთ ყვავილოვანი კომბოსტო, გათალეთ და დაჭერით რგოლებად სტაფილო, დაასხით მდუღარე წყალი, დაუმატეთ მარილი და მოხარშეთ დარბილებამდე.

2. გადაასხით წყალი, გააცივეთ ბოსტნეული, დაუმატეთ კარაქი და დააბლენდერეთ.

3. გაატარეთ ქათმის ფილე, დაუმატეთ ბოსტნეულის პიურე, კარგად მოურიეთ.

4. ათქვიფეთ კვერცხი და რძე, დაუმატეთ ფქვილი, მოურიეთ და დაამატეთ ფარშის მასაში. ლამბაქებს წაუსვით ქარაქი და გადაანაწილეთ მასა.

5. შედგით ლამბაქები 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.

უკვე 10 წუთში შემადგენლობა ამოფუვდება და ჰაეროვან მასად იქცევა. მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და მოასხით საყვარელი სოუსი. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!