ქათმის რულეტი რბილი შიგთავსით – გასინჯვის შემდეგ, ყოველდღე მოგინდებათ

2025

ქათმის რულეტი ჩვენს დიეტაში ხშირად ხვდება. განსაკუთრებით მაშინ, თუ ფილეთი მზადდება. მისი შეძენა ბევრ ადგილას შეგიძლიათ. მომზადება ძალიან მარტივია. შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხელი, ასევე ცივი. ყოველ მხრივ გემრიელია.

მას უგემრიელესი შიგთავსი აქვს და მომზადების დროს, შიგთავსი გარეთ არ გამოვა. შეგიძლიათ შიგნით მოათავსოთ წიწაკა, პომიდორი ან შემწვარი სოკო. მისი სილამაზით აღფრთოვანდებით. მუდმივად მოგინდებათ თეფშზე გქონდეთ.

მასალები:

  • ქათმის ფილე – 600 გ
  • კვერცხი – 3 ცალი.
  • ხახვი – 2 ცალი.
  • მყარი ყველი – 70 გ
  • სალათის ფოთოლი – 0.5 გ.
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
  • არაჟანი – 200 გ
  • ლიმონის წვენი – 1 ჩ.კ.

მომზადება:

  1. მოვხარშოთ კვერცხი მყარად. ცილა დაჭერით წვრილად. დაუმატეთ სალათის ფოთოლი, გახეხილი ყველი და ლომონის წვენი. შემდეგ დაუმატეთ მარილი და პილპილი. დაჭერით ხახვი და მოხრაკეთ მზესუმზირის ზეთთან ერთად. დაამატეთ კვერცხის გული და საფუძვლიანად აურიეთ.
  2.   ქათმის ფილე დააბრტყელეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
  3. ფილეზე მოათავსეთ მომზადებული ინგრედიენტები, გააკეთეთ რულონი და დაამაგრეთ კბილის ჩხირით. დააწყეთ საცხობ ქაღალდზე. ზემოდან გადაუსვთ არაჟანი. შედგით ღუმელში 170 გრადუსზე, 15 წუთით.

 

ნახეთ ვიდეო.

ქათმის რულეტი იდეალური გადაწყვეტილებაა ოჯახთან ერთად მყუდრო სადილისთვის, ან მეგობრებთან ერთად ლანჩისთვის. ეს რულეტი ნებისმიერ კერძს შეესაბამება. მოუმზადეთ საყვარელ ადამიანებს და გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს.