ქათმის კუჭის კატლეტები

1166

დიასახლისებს ძალიან უყვართ ქათმის კუწების მომზადება, მისგან უამრავი საოცარი კერძი მიიღება.ნამდვილად მადისაღმძვრელად გამოიყურება!

ინგრედიენტები

  • 800გ ქათმის კუჭი
  • 1 ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 100გ პური
  • 1 კვერცხი
  • 2 სუფრის კოვზი მანანის ბურღული
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 1 ჩაის კოვზი პაპრიკა
  • ფარშის სანელებლები
  • 4 სუფრის კოვზი ფქვილი
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

1.გარეცხეთ კუჭები გამდინარე წყალში, გაასუფთავეთ.სპეციფიური გემოს მოშორება ცივ რძეში ამოვლებით შეგიძლიათ.

2.კუჭები, ხახვი და ნიორი ორჯერ გაატარეთ ხორცსაკეპში.

3.ფარშს დაუმატეთ კვერცხი, მანანის ბურღული, პური და სანელებლები. ოური შეგიძლიათ დაარბილოთ რძეში ან წყალში.

4.კარგად მოურიეთ ფარშს და მოათავსეთ მაცივარში 30 წუთი. ფარში მეტი ელასტიურობისთვის შეგიძლიათ დაბეგვოთ.

5.ხელები დაისველეთ ზეთში და მიეცით კატლეტებს ფორმა. თეფშზე დაყარეთ ფქვილი და ამოავლეთ კატლეტები.

6.შეწვით 8-10 წუთი თითოეული მხრიდან.

7.მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და მოთუშეთ 30-40 წუთი.

გემრიელად მირთვით!