ქათმის კატლეტები სოუსით

1592

კკატლეტები “მონ შერ” – ქათმის კატლეტის ფრანგული ვარიანტია. ნაღების მეშვეობით კერძი ძალიან წვნიანია, ხოლო ბულგარული წიწაკა ხორცის გემოს წინა პლანზე წევს.

ინგრედიენტები

  • ქათმის ფარში 700გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • არაჯანი 1 სუფრის კოვზი
  • ბულგარული წიწაკა 1 ცალი
  • მწვანე ხახვი 1 თავი
  • ოხრახუში 1 თავი
  • ყველი 50გ
  • მარილი
  • შავი წიწაკა მწიკვი
  • ბექონდარა მწიკვი
  • ნიორი 1 კბილი
  • შპინატი 50გ
  • ნაღები 115გ
  • კარაქი 1 ჩაის კოვზი
  • ზეითუნის ზეთი 4 სუფრის კოვზი
  • პიტნა გემოვნებით

მომზადება

1.ათქვიფეთ გაგრილებული ფარში. წვრილად დაწერით წიწაკა, ხახვი ნახევარი ოხრახუში. ყველაფერი დაუმატეთ ფარშს, მოურიეთ. ჩატეხეთ კვერცხი, დაუმატეთ არაჟანი და 1 სუფრის კოვზი ნაღბი, დაჭყლეტილი ნიორიც. კარგად მოურიეთ.

2.გახეხილი ყველი დაუმატეთ ფარშს. დაუმატეთ მარილი, წიწაკა და ბექონდარა. მოურიეთ.

3.შექმენით კატელეტები და გააცხელეთ ტაფა. შეწვით ზეითუნის ზეთში თავსაფრის გარეშე ორივე მხრიდან.

4.სოუსისთვის გააცხელეთ ტაფა, დაასხით 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და კარაქი, დაუმატეთ შპინატი (შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინული), დარენილი ნაღები და მარილი. დაჭერით დარჩენილი ოხრახუში და პიტნა. მოთუშეთ საშუალო ცეცხლზე 5-7 წუთი.

5.კერძი დააგემოვენეთ სოუსთან ერთად.

ამ კერძში ბევრი გემოს ერთობლიობაა, ამიტომაც ის არ საჭიროებს გარნირს. მაგრამ მას ძალიან უხდება კარტოფილის პიურე. გემრიელად მიირთვით!