გემრიელ, ნოყიერ, ბიუჯეტურ და საოჯახო კერძს ეძებთ? მაშინ ეს რეცეპტი სწორედ თქვენთვისაა. ქათამი ნამდვილად უნივერსალური პროდუქტია, რომლისგანაც უამრავი კერზი მზადდება.
ქათმის ბარკლები არაჟნის სოუსში გამოდის უგემრიელესი.
ინგრედიენტები
- ქათმის ბარკალი 5 ცალი
- ბექონდარა 1 ჩაის კოვზი
- კარრი 2 ჩაის კოვზი
- შავი წიწაკა 0,75 ჩაის კოვზი
- მაილი 2,5 ჩაის კოვზი
- ხახვი 2 ცალი
- ნიორი 5 კბილი
- არაჟანი 200გ
- მცენზრეული ზეთი 20გ
- წყალი 300მლ
მომზადება
1.პირველ რიგში დაამარინადეთ ქათამი სანელებლებში. ამისათვის ბარკლები მოათავსეთ ღრმა ჯამში, მოაყარეთ ბექონდარა, კარრი, წიწაკა და მარილი.
2.ხელით კარგად გადაურიეთ, ტაფაზე გააცხელეთ ზეთი. შეწვით ორივე მხრიდან ბარკლები.
3.ამასობაში ხახვი და ნიორი დაჭერით წვრილად. მოამზადეთ სოუსი. არაჟანს დაუმატეთ მარილი და წიწაკა.
4.ჩაასხით წყალი და მოურიეთ.მზა ბარკლები გადაიტანეთ ტაფიდან. იმავე ზეთში შეწვით ნიორი და ხახვი. მათზე მოათავსეთ ბარკლები.
5.ქათამს მოასხით სოუსი. მოამზადეთ თავდახურულ მდგომარეობაში სოუსის შესქელებამდე. დაახლოებით 30 წუთი.
გემრიელად მიირთვით!