ქათმის ბარკლები ღუმელში – ნამდვილად გემრიელია!
წვნიანი და ხრაშუნა ხორცი ყველის სოუსში, რა მადისაღმძვრელად ჟღერს!
გაახარეთ მეუღლეები ვახშმით და მოამზადეთ ეს საოცარი კერძი ჩვენი რეცეპტით.
ინგრედიენტები
- ქათმის ბარკალი 6 ცალი
- მდნარი ყველი 200გ
- ხახვი 1 ცალი
- მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით
- წყალი 1ლ
მომზადება
- გაასუფთავეთ ხახვი და მოხარშეთ ქათამი მარილიან წყალში ხახვთან ერთად 40 წუთი წამოდუღების შემდეგ.
- გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ ფოლგით და მოათავსეთ ბარკლები. გამოწურეთ ბულიონი.
- ბულიონს დაუმატეთ ყველი და მოხარშეთ.
- ბარკლებს მოაყარეთ მარილი, წიწაკა და მოასხით სოუსი. გამოაცხეთ 200 გრადუსზე 15 წუთი.
გემრიელად მიირთვით!