ქათამი ფორთოხლის სოუსით

875

ამ რეცეპტს თქვენი მოხიბვლა უმარტივესად შეუძლია. ტკბილი ქათამი ფორთოხლის სოუსში უგემრიელესია!

მისი მომზადებისას სახლში გასაოცარი არომატები ტრიალებს. სოუსი ამ კერძს სასიამოვნოდ ავსებს და აბალანსებს.

ინგრედიენტები

  • ფორთოხალი 800გ
  • შაქარი 60გ
  • მარილი 2 ჩაის კოვზი
  • ლიმონის წვენი 3 სუფრის კოვზი
  • სიმინდის სახამებელი 6,5 სუფრის კოვზი
  • კეჩუპი 100მლ
  • ხორბლის ფქვილი 110გ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • კვერცხი 1 ცალი
  • წყალი 200მლ
  • ქათმის ფილე 900გ
  • მზესუმზირის ზეთი 200მლ
  • ლიმონის ქერქი 1 სუფრის კოვზი
  • სიმითის მარცვალი 1 სუფრის კოვზი

მომზადება

1.გაჭერით ფორთოხალი ორად და კოვზის დახმარებით ამოიღეთ გული.

2.ფორთოხლის გულს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი მარილი, შაქარი, ლიმონის წვენი, 1,5 სუფრის კოვზი სახამებელი, კეჩუპი და ათქვიფეთ. მიღებული მასა გამოწურეთ.

3.ფვილს დაუმატეთ სახამებელი, მარილი, გამაფხვიერებელი, წყალი და კვერცხი, მოურიეთ. დაჭერით ქათმის ფილე და მოათავსეთ ცომში. მოურიეთ მასას.

4.გააცხელეთ ზეთი და მოათავსეთ მასში ქათმის ნაჭრები.

5.მშრალ ტაფაზე დაასხით ფორთოხლის წვენი, დაუმატეთ ლიმონის ქერქი და ფილე. ქათამი მოათავსეთ ფორთოხლის ქერქში და მოაყარეთ სიმითის მარცვლები.

გემრიელად მიირთვით!