ქათამი კარტოფილის ფანტასტიურ გარნირთან ერთად

692

ნოყიერი სადილის ან ვახშმის ხსენებაზე, ყოველთვის კარტოფილი მახსენდება. ის შეგიძლიათ შეწვათ, მოხარშოთ, გამოაცხოთ და ნებისმიერ ფორმაში გემრიელი იქნება. კარტოფილი ძალიან უხდება ხორცს გარნირად.

ქათმის ფილე კარტოფილით

ინგრედიენტები

  • 3 ქათმის ფილე
  • 1 ჩაის კოვზი პაპრიკა
  • 0,5 ჩაის კოვზი კარიი
  • 1 ჩაის კოვზიორეგანო
  • 5-7 კარტოფილი
  • 1-2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.გაასუფტავეთ კარტოფილი და დაჭერით 8 ნაწილად. მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში, მოაყარეთ 0,5 ჩაის კოვზი მარილი, პაპრიკა და ორეგანო. მოასხით ზეთი და მოურიეთ.

2.დაჭერით ფილე წვრილად, მოაყარეთ დარჩენილი სანელებლები. წამოაცვით ხის წკირზე.

3.კარტოფილი მოათავსეთ ღუმელის დაბალ ტაროზე, ზემოდან ცხაურზე გადაანაწილეთ ფილე. გამოაცხეთ 170 გრადუსზე 35 წუთი.

ქათმის ბარკალი იოგურტში

ინგრედიენტები

  • 2 ქათმის ბარკალი
  • 200გ იოგურტი
  • 0,5 ჩაის კოვზი კარრი
  • 6-8 მიხაკი
  • 0,5 ჩაის კოვზი ლიმონი
  • 0,5 ჩაის კოვზი ძირა
  • 2 კბილი ნიორი
  • 0,5 ჩაის კოვზი კაკალი ქინძი
  • 2 დარიჩინის ჯოხი
  • 1 ლაიმი
  • 0,5 ჩაის კოვზი კარდამონი
  • 4-5 კარტოფილი
  •  მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.გაასუფთავეთ კარტოფილი და დაჭერით, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. მოურიეთ.

2.იოგურტს დაუმატეთ პაპრიკა, ნიორი, კურკუმა, ძირა, მიხაკი, კაკალი ქინძი, კარდამონი, ზეითუნის ზეთი, ლაიმის წვენი და 0,5 ჩაის კოვზი მარილი.

3.ქათმის ბარკალიმოათავსეთ ფორმაში და დაჩხვლიტეთ კბილის ჩხირებით ისე, როგორც ვიდეოზეა. მოასხით სოუსი, ამოიღეთ კბილის ჩხირები.

4.დაუმატეთ კარტოფილი, გამაცხეთ 180 გრადუსზე 45 წუთი.

ქათმის ბარკლის ნამცხვარი

ინგრედიენტები

  • 1 ხახვი
  • 4 ქათმის ბარკალი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 200მლ რძე
  • 350გ ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 0,5 ჩაის კოვზი ნივრის ფხვნილი
  • 1 ჩაის კოვზი პაპრიკა
  • 0,5 ჩაის კოვზი კაკალი ქინძი
  • 2 კვერცხი
  • 1-2 პომიდორი
  • 2 კარტოფილი
  • 100მლ მცენარეული ზეთი
  • 1,5 ჩაის კოვზი მარილი
  • სიმითის მარცვლები

მომზადება

1.რძეს დაუმატეთ 50მლ ზეთი, კვერცხი, ფქვილი, გამაფხვიერებელი და 1 ჩაის კოვზი მარილი. მოზილეთ ცომი.

2.პაპრიკას დაუმატეთ კაკალი ქინძი, ნიორი და მარილი. მიღებული მასა წაუსვით ბარკლებს.

3.ცოტა შეწვით კარტოფილი. გადაიტანეთ თეფშზე, ხოლო ტაფაზე მოათასვეთ ბარკლები.

4.შეწვით ორივე მხრიდან, დაუმატეთ ხახვი, ბულგარული წიწაკა. დააფარეთ თავსაფარი 10წუთი.

5.ცომი გაყავით 2 ნაწილად. ერთი გააბრტყელეთ მრგვლად და მოათავსეთ ფორმაზე. ზემოდან გადაანაწილეთ ბარკლები და ბოსტნეული.

6.დაჭერით პომიდორი და მოათსავსეთ ზემოდან. დააფარეთ მეორე ფენა, ჩაუკეცეთ ყველა გვერდი. გამოაცხეთ 25  წუთი 180 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!