ქათამი ბაჟეში – საცივის გამარტივებული უგემრიელესი ვერსია

3601

ბაჟე ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი მთავარი სოუსია, მას თითქმის ყველა ქართულ სუფრაზე ნახავთ. განსაკუთრებით პოპულარული ბაჟეში ჩადებული შემწვარი ქათამია, რომელსაც საახალწლოდაც ამზადებენ, როგორც საცივის გამარტივებულ ვერსიას.

ინგრედიენტები:

  • ქათამი – 1 ცალი
  • ნიგოზი – 300 გ
  • ხმელი ქინძი – 1/2 ს.კ.
  • უცხო სუნელი – 1/2 ს.კ.
  • ყვითელი ყვავილი – 1/2 ს.კ.
  • ნიორი – 1-2 კბილი
  • თეთრი ღვინის ძმარი – 1 ს.კ.
  • კარაქი – 150 გ
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. გაასუფთავეთ ქათამი. დარბილებულ კარაქში აურიეთ მარილი და წაუსვით ქათამს, შემდეგ დადეთ საცხობ ფირფიტაზე და შედგით 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთის  განმავლობაში. როდესაც ქათამი შეიბრაწება, გამოიღეთ ღუმელიდან და დადგით გასაგრილებლად.
  2. მოამზადეთ ბაჟე: გაატარეთ ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში და გახეხეთ ნიორი. ცალკე ჯამში ჩაყარეთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი და მარილი, დაამატეთ ნიგოზი, ნიორი და 1 სუფრის კოვზი ძმარი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ და გაათხელეთ წყლით სასურველ კონსისტენციამდე.
  3. ბაჟე ჩაასხით ქვაბში და შიგ ჩააწყვეთ სასურველი ზომის ნაჭრებად დაჭრილი შემწვარი ქათამი.
  4. ქათამი შეგიძლიათ ტაფაზეც დაბრაწოთ. ამისათვის გაჭერით ქათამი შუაზე მკერდის მხრიდან და დადეთ გახურებულ ცხიმიან ტაფაზე. სასურველია ზემოდან რაიმე სიმძიმე დაადოთ, რომ ქათამი თანაბრად შეიწვას.