ფხვიერ ორცხობილას ძველი რეცეპტით ხორცსაკეპში ვატარებ: ჩვენს ბავშვობაში პოპულარული იყო

620

დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია გიზიარებთ ფხვიერი ორცხობილის რეცეპტს ძველი კულინარიული ჩანაწერებიდან. მის მოსამზადებლად ცომი ხორცსაკეპ მანქანაში უნდა გაატაროთ – ძალიან ორიგინალური ფორმა გამოვა. სწრაფად და მარტივად მზადდება. სცადეთ და თავად დარწმუნდებით. აქვე გეტყვით, რომ რეცეპტი ძველი ჩანაწერებით მზადდება (ადრე ყველაფერი ჭიქებით იზომებოდა), ამიტომ ცომი ბევრი გამოვა. ინგრედიენტების პროპორციები შეგიძლიათ ორჯერ შეამციროთ.

ინგრედიენტები:

  • 250 გრ მარგარინი
  • 250 გრ არაჟანი
  • 2 კვერცხის გული ან მხოლოდ 3 კვერცხის გული
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჩ/კ სოდა ძმრით ჩამქრალი
  • გამაფხვიერებელი
  • ვანილი გემოვნებით
  • დაახლოებით 4 ჭიქა ფქვილი

მომზადების წესი:

1. თასში კვერცხი ჩატეხეთ, შაქარი დაუმატეთ და მოცულობითი მასის მიღებამდე კარგად ათქვიფეთ. რეცეპტში მომზადების ორი ვარიანტი გვაქვს: 2 მთელი კვერცხის ან მხოლოდ 3 კვერცხის გულის დამატება. თუ მხოლოდ კვერცხის გულებს გამოიყენებთ, ორცხობილა უფრო ფხვიერი გამოვა.

2. არაჟანი, რბილი მარგარინი, ჩამქრალი სოდა დაუმატეთ და აურიეთ.

3. ფქვილი გაცერით და რბილი ცომი მოზილეთ. მზა ცომი პარკში გაახვიეთ და ცოტა ხნით მაცივარში შეინახეთ.

4. ზუსტად ნახევარ საათში ცომი მაცივრიდან გამოიღეთ. ხორცსაკეპ მანქანიდან დანა ამოიღეთ. ცომი პატარა ნაჭრებად დაყავით და ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ – ქრიზანთემას ფორმები გააკეთეთ.

5. ორცხობილები პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ.

6. ღუმელში 190 გრადუსზე 20-25 წუთით აცხვეთ. მზა ორცხობილას ზემოდან შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. მოამზადეთ და გასინჯეთ, გემრიელ ჩაის სმას გისურვებთ!