ფხვიერი ტორტის რეცეპტი ვაშლის შიგთავსით – ბიუჯეტური, ადვილად მოსამზადებელი და გემრიელი დესერტი მთელი ოჯახისთვის

2186

შემოდგომა – ვაშლიანი დესერტების გამოცხობის სეზონია. დღეს ჩვენ სწორედ ვაშლის ტორტის რეცეპტს გაგიზიარებთ, რომელსაც “ზეცა ტუჩებზე” ჰქვია. დესერტის ტკბილი არომატი ნებისმიერი ტკბილეულის მოყვარულის გულს მოიგებს.

ტორტის ფენები ფხვიერი ცომისგან ცხვება, ჰაეროვანი ვაშლის შიგთავსი კი ტორტს განსაკუთრბულ მომჟვო გემოს აძლევს.

ტორტი ვაშლით

ინგრედიენტები ფენებისთვის

  • 250 გრ კარაქი
  • 550 გრ ფქვილი
  • 18 გრ გამაფხვიერებელი
  • 2 ც კვერცხი
  • 250 გრ შაქარი
  • 3 ს.კ. არაჟანი
  • შაქრის პუდრა გასაფორმებლად

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 1 კგ ვაშლი
  • 250 გრ შაქარი
  • 250 გრ კარაქი
  • ვანილის შაქარი გემოვნებით

მომზადების წესი

1. გაცრილ ფქვილს დაუმატეთ კარაქი და გამაფხვიერებელი.

2. ხელით კარგად მოზილეთ.

3. ცალკე თასში შეურიეთ ერთმანეთს კვერცხი და შაქარი.

4. დაუმატეთ არაჟანი და მიქსერით ათქვიფეთ.

5. კვერცხიანი ნაზავი შეურიეთ ფქვილისა და კარაქის ნაზავს.

6. მოზილეთ რბილი ცომი.

7. გადააფარეთ საკვები ცელოფანი და შედგით მაცივარში ერთი საათით.

8. ამის შემდეგ ცომს ძეხვის ფორმა მიეცით და 5-6 თანაბარ ნაჭრებად გაჭერით.

9. თითოეული ნაჭერი გაიყვანეთ საცხობი ლანგრის ზომის ოთხკუთხა ფენად.

10. გამოაცხვეთ ფენები 180 გრადუსზე, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.

11. გათალეთ ვაშლი და გახეხეთ.

12. ჩაყარეთ ვაშლი ქვაბში. დაუმატეთ შაქარი და კარაქი.

13. მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე 20-30 წუთის განმავლობაში.

14. თბილი კრემი თანაბრად გადაანაწილეთ ფენებზე.

15. დაალაგეთ ფენები ერთმანეთზე. ბოლო ფენას ზემოდან ვაშლის ნახეხები, ცომის ნამცეცები და შაქრის პუდრი მოაყარეთ.

16. შეინახეთ ტორტი მაცივარში 12 საათის განმავლობაში.

ფხვიერი ტორტი ვაშლის შიგთავსით მზადაა. გემრიელად მიირთვით!

შარლოტა ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური და მარტივად მოსამზადებელი დესერტია, რომელიც იდეალურად შეავსებს ოჯახურ შეკრებას შემოდგომის თბილ საღამოს.