რეცეპტის პირველად წაკითხვისას სიმართლე გითხრათ ძალიან რთული მომეჩვენა. მაინც გავრისკე და ვცადე მომზადება. შეიძლება რეცეპტი გრძელი მოგეჩვენოთ, მაგრამ დამიჯერეთ უმარტივესია. პირველივე ცდაზე ძალიან კარგად გამომივიდა.
ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი 570გ
- კვერცხი 2 ცალი
- რძე 100მლ
- რძის შრატი 100მლ
- არაჟანი 2 სუფრის კოზი
- საფუარი 12გ
- მარილი 1 ჩაის კოვზი
- მზესუმზირის ზეთი 50მლ
- ჰალვა 50გ
- გამომშრალი გარგარი 10 ცალი
- შაქარი 5 სუფრის კოვზი
მომზადება
1.საფუარს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი. დატოვეთ მასა ჯამში 2 წუთი. დაუმატეთ კვერცხი, კიდევ 4-5 სუფრის კოვზი შაქარი, ჩაასხით თბილი რძე და ზეთი. მოურიეთ.
2.მოზელვის დროს დაუმატეთ მარილი და ფქვილი. ცომი უნდა გამოგივიდეთ რბილი, მაგრამ საკმაოდ მკვრივი.
3.გადაიტანეთ ცომი სამუშაო მაგიდაზე და გააგრძელეთ დამუშავება. ჯამს წაუსვით ცხიმი და გადაიტანეთ ცომი მასში. ზემოდანაც წაუსვით ცხიმი.
4.ცომი მოათავსეთ თბილ ადგილას 2 საათი. მზა ცომი მოათავსეთ მაგიდაზე და ხელით გაშალეთ.
5.გააბრტყელეთ თხლად ისე, როგორც ფოტოზეა. გაყავით ნაწილებად. ცენტრში მოათავსეთ დაფხვნილი ჰალვა.
6.ჰალვას დააფარეთ ცომის ერთი ნაწილი. გადაფარებულ ცომს წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ გამომშრალი გარგარი.
7.გამომშრალ გარგარსაც გადააფარეთ ცომი. ოდნავ გააბრტყელეთ და შეფუთეთ პაკეტში. დაელოდეთ 10 წუთი. ცომი გაჭერით 8 ნაწილად.
8.თითოეული ნაწილი ოდნავ გააბრტყელეთ. კარგად დააფიქსირეთ კუთხეები, დაახვიეთ ისე როგორც ფოტოზეა. გადაიტანეთ ფორმაზე და დააფარეთ პაკეტი.
9.30 წუთის შემდეგ წაუსვით 2 სუფრის კოვზი რძე. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი.
ცხელ ფუნთუშებს წაუსვით კარაქი.
გემრიელად მიირთვით!