წმინდა იოსები კათოლიკურ ეკლესიაში ოჯახის მფარველად ითვლება. მისი ხსნების დღეს, 19 მარტს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ოჯახის წევრთა შეკრებით და წვეულებით აღნიშნავენ. ეს ტოსკანური რეცეპტია.
ინგრედიენტები:
- 1 ფინჯანი წყალი
- 1/2 ფინჯანი კარაქი, დაკეპილი
- 1/4 ფინჯანი (50 გ) შაქარი
- 1/4 ჩაის კოვზი მარილი
- 1 ლიმონის ცედრა
- 2 ფინჯანი (300 გ ) ფქვილი
- 8 დიდი კვერცხი
- 6 ფინჯანი (1,5 ლ)
- მცენარეული ზეთი, კარგად გაცხელებული
- 1 ფინჯანი (150 გ) შაქრის პუდრი – მოსაყრელად
ულუფა: 12
მომზადება: 25 წუთი +1 საათი და 30 წუთი გასაგრილებლად და გასაჩერებლად
ცხობა: 30-35 წუთი
დონე: 2
მომზადების წესი:
- წყალი, კარაქი, შაქარი, მარილი და ლიმონის ცედრა საშუალო ზომის ქვაბით შემოდგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
- დაუმატეთ ფქვილი და განუწყვეტლივ ურიეთ ხის კოვზით, მზადება დაბალ ცეცხლზე გააგრძელეთ, სანამ მასა არ გასქელდება. გადმოდგით ცეცხლიდან და დატოვეთ გასაგრილებლად, დაახლოებით 30 წუთი.
- როცა გაგრილდება, სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები. უნდა მიიღოთ რბილი, მაგრამ ელასტიკური ცომი. ღრმა ტაფაზე ან ქვაბში გააცხელეთ ზეთი 190 გრადუსზე. თუ არ გაქვთ სპეციალური საზომი თერმომეტრი, აიღეთ პურის პატარა ნაჭერი და ჩააგდეთ ზეთში. თუ ბუშტუკები გაჩნდა და პური ოქროსფერი გახდა, ესე იგი ზეთი საკმარისად ცხელია.
- ცომი ჩაის კოვზით ამოიღეთ და ცხელ ზეთში პარტიებად შეწვით, თითოეული პარტიის დაბრაწვას 5-7 წუთი სჭირდება. თითოეული მათგანი ოქროსფერ – ყავისფერი უნდა იყოს.
- ზეთიდან ქაფქირით ამოიღეთ და ქაღალდის ხელსახოცზე გადაიტანეთ.
- მოაყარეთ შაქრის პუდრი და სუფრაზე ცხლად მიიტანეთ.