ფრანგი მზარეულის საავტორო რეცეპტი – არ გამოტოვოთ!

621

დღეს მე წარმოგიდგენთ ნამცხვარს ისპანახით, ქათმით და ხაჭოთი. განუმეორებელი გემო და არომატი აქვს ამ კერძს.

მოამზადეთ და თავად დარწმუნდით ამაში!

ინგრედიენტები

  • 500გ ფენოვანი ცომი
  • 200გ ქათმის ფილე
  • 160გ ისპანახი
  • 150გ ხაჭო
  • 5-60გ ხახვი
  • 1 კვერცხი
  • სიმითის მარცვალი
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

1.დავიწყოთ მომზადება ხახვისგან. დაჭერით მრგვლად, მოთუშეთ და გადაიტანეთ ჯამში.

2.ახლა კი ხორცი. მე მქონდა ქათმის დაცოტა ინდაურის ხორცი, ამიტომაც გამოვიყენე მათი მიქსი. დაჭერით ხორცი და მოთუშეთ ზეთში 15 წუთი. მოაყარეთ ხახვი და ისპანახი.

მოთუშეთ ხორცი ხახვთან და ისპანახთან ერთად 3-5 წუთი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

3.ფქვილიან ზედაპირზე გააბრტყელეთ ცომი. მე მქონდა ფენოვანი ცომის 1 ფირფიტა, რომელიც გავყავი შუაზე. ერთი ნაწილი გააბრტყელეთ მეტად თხლად, რათა გამოვიდეს მეორეზე დიდი.

4.ცომის პატარა ნაწილზე მოათავსეთ შიგთავსი, კუთხეებში დატოვეთ ცარიელი ადგილი. შიგთავსი ასეთია: ხაჭო, ქათამი, ისპანახი და ხახვი. დააფარეთ პირველი ცომი და დააფიქსირეთ კუთხეები. წაუსვით კვერცხი და მოაყარეთ სიმითის მარცვლები.

5.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 15-30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!